სარკინიგზო მაგისტრალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სარკინიგზო მაგისტრალი — რკინიგზის ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს მთავარ არტერიას ქვეყნის სარკინიგზო სისტემაში. როგორც წესი სარკინიგზო მაგისტრალზე იწყობა დანარჩენი მეორადი სარკინიგზო ხაზები, რომლებიც ერთიანობაში რკინიგზის ერთიან ქსელს ქმნიან.

პირველი სარკინიგზო მაგისტრალი გაერთიანებულ სამეფოში ჯერ კიდევ 1825 წელს ამოქმედდა. დღეს ტრანსპორტირების ეს სახეობა მსოფლიოს 140-მდე ქვეყანაში მოქმედებს.

რკინიგზის მშენებლობის ტემპები თანდათან მცირდება სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან კონკურენციის შედეგად. თუმცა ის მაინც რჩება ტრანსპორტის ერთ-ერთ ყველაზე ენერგოეფექტურ საშუალებად, რადგან მატარებელს მძიმე ტვირთების სწრაფად გადატანა შეუძლია.

ამიერკავკასიის სარკინიგზო მაგისტრალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორი კონტინენტის ერთმანეთთან დაკავშირების იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა. ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. შავი და კასპიის ზღვების დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 1865 წელს დაიწყო. პირველმა მატარებელმა, რომელიც დამზადებული იყო საფრანგეთში „ბონეფონდის“ ქარხანაში (Ch. Bonnefond pres Paris), 1871 წელს გაიარა რკინიგზის მონაკვეთი ფოთი-ყვირილა, ხოლო 1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. რკინიგზის ხაზი თბილისი - ბაქო ექსპლუატაციაში 1883 წელს შევიდა. 1899 წელს გაიხსნა რკინიგზის ხაზი, რომელიც საქართველოს სომხეთთან აკავშირებდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]