როდსის სტიპენდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
როდსის სახლი ოქსფორდში, სადაც მდებარეობს სესილ როდსის ფონდი

როდსის სტიპენდია (ინგლ. Rhodes Scholarship) — ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლისათვის განკუთვნილი საერთაშორისო სტიპენდია. დაწესდა 1902 წელს სესილ როდსის მიერ ბრიტანელი, ამერიკელი და გერმანელი სტუდენტებისთვის. დღესდღეობით სტიპენდიის აღება შეუძლიათ სტუდენტებს ავსტრალიიდან, ბერმუდის კუნძულებიდან, კარიბების ინგლისურენოვანი მოსახლეობიდან, გერმანიიდან, ჰონგ-კონგიდან, ზამბიიდან, ზიმბაბვედან, ინდოეთიდან, კანადიდან, კენიიდან, ახალი ზელანდიიდან, პაკისტანიდან, აშშ-დან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან (ბოტსვანა, ლესოთო, მალავი, ნამიბია, სვაზილენდი).

პრემიის მინიჭება მაღალი აკადემიური მოსწრების, სპორტული მიღწევებისა და ლიდერული თვისებების არსებობისას ხდება. განურჩევლად რასის, ეთნიკური წარმომავლობის, კანის ფერის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, ოჯახური და სოციალური სტატუსისა.

პროგრამის სტიპენდიანტებს შეუძლიათ ისწავლონ ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერ კურსზე, ასევე მიიღონ მეორე უმაღლესი განათლება. ჩვეულებრივ სტიპენდია გათვლილია ორ სასწავლო წელზე, თუმცა, ხანდახან იგი მხოლოდ ერთი სასწავლო წლის ვადით გაიცემა. უნივერსიტეტში სწავლა ფინანსდება ფონდის მიერ, ამ თანხის გარდა ფონდი სტუდენტებს საცხოვრებელ თანხასაც უფინანსებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]