ჰაინრიხ მეკლენბურგ-შვერინელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაინრიხ მეკლენბურგ-შვერინელი
ნიდერლანდების კონსორტი პრინცი
მმართ. დასაწყისი: 7 თებერვალი, 1901
მმართ. დასასრული: 3 ივლისი, 1934
წინამორბედი: ემა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი
მემკვიდრე: ბერნჰარდ ცურ ლიპე-ბისტერფელდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 აპრილი, 1876
დაბ. ადგილი: მეკლენბურგ-შვერინი, გერმანია
გარდ. თარიღი: 3 ივლისი, 1934, (58 წლის)
გარდ. ადგილი: ჰააგა, ნიდერლანდები
მეუღლე: ვილჰელმინა, ნიდერლანდების დედოფალი
შვილები: იულიანა, ნიდერლანდების დედოფალი
სრული სახელი: ჰაინრიხ ვლადიმირ ალბრეხტ ერნსტი
დინასტია: მეკლენბურგელები
მამა: ფრიდრიხ ფრანც II, მეკლენბურგის დიდი ჰერცოგი
დედა: მარია შვარცბურგ-რუდოლშტადტელი
რელიგია: ჯერ ლუთერანიზმი
შემდეგ კალვინიზმი

ჰაინრიხ მეკლენბურგ-შვერინელი (გერმ. Heinrich zu Mecklenburg, ნიდერლ. Hendrik van Mecklenburg-Schwerin; დ. 19 აპრილი, 1876, მეკლენბურგ-შვერინი, გერმანიის იმპერია — გ. 3 ივლისი, 1934, ჰააგა, ნიდერლანდების სამეფო) — გერმანელი მთავარი. ნიდერლანდების კონსორტი პრინცი 1901-1934 წლებში როგორც დედოფალ ვილჰელმინას მეუღლე. ნიდერლანდების დედოფალ იულიანას მამა. იგი ნიდერლანდების ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო კონსორტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაინრიხი დაიბადა 1876 წლის 19 აპრილს შვერინში. იგი იყო მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგის, ფრიდრიხ ფრანც II-ისა და მისი მესამე მეუღლის, პრინცესა მარია შვარცბურგ-რუდოლშტადტელის ნაბოლარა ვაჟი.

1901 წლის 7 თებერვალს, ჰააგაში იგი ნიდერლანდების დედოფალ ვილჰელმინაზე დაქორწინდა, რის შემდეგაც მიენიჭა ნიდერლანდების კონსორტი პრინცის წოდება. მიუხედავად მათი ქორწინების ხანგრძლივობისა, ის საკმაოდ უიღბლო იყო. მას შემდეგ, რაც 1909 წელს დედოფალმა ქალიშვილი, პრინცესა იულიანა გააჩინა წყვილს სარეცელი აღარ გაუყვია და მთელი დარჩენილი ცხოვრება ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ 1948 წელს ჰაინრიხის ერთადერთი ქალიშვილი ნიდერლანდების რიგით მეორე ქალი მონარქი გახდა.

1901-1924 წლებში სხვადასხვა სამეფო ოჯახისაგან ჰაინრიხი დაჯილდოვებულ იქნა 30-ზე მეტი ღირსების ორდენით. იგი ასევე ფლობდა სამხედო ოფიცრის წოდებას, თუმცა არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა.

ჰაინრიხი გარდაიცვალა 1934 წლის 3 ივლისს ჰააგაში, სამეფო კარიდან მოშორებით, 58 წლის ასაკში. ამის შემდეგ დედოფალი ვილჰელმინა აღარ გათხოვილა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალ ვილჰელმინასთან შეეძინა ერთი ქალიშვილი:

  1. იულიანა (1909-2004), ნიდერლანდების დედოფალი 1948-1980 წლებში. ცოლად გაჰყვა პრინც ბერნჰარდ ფონ ლიპე-ბიეშტერფელდს, რომელთანაც შეეძინა ოთხი ქალიშვილი, მათ შორის მომავალი დედოფალი ბეატრიქსი;

გარდა ამისა, მას თავისი უამრავი საყვარლისგან ჰყავდა დაახლოებით ათი შვილი, რომელთაგან ყველაზე არაა ცნობები, ამიტომაც მათი ზუსტი რაოდენობა დღემდე სადავოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hof- und Staatshandbuch des Herzogtums Braunschweig für das Jahr 1908. Braunschweig 1908. Meyer. p. 9
  • Justus Perthes, Almanach de Gotha (1922) page 71
  • "The London Gazette, Issue: 28000 Page: 1463". The London Gazette. Retrieved 7 August 2019.
  • "Grand Crosses of the Order of the Tower and Sword". Retrieved 2018-10-31.