რიაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
რიაუ
Riau
დროშა გერბი


Bumi Bertuah Negeri Beradat
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
ადმ. ცენტრი პეკანბარუ
შიდა დაყოფა Bengkalis[1] [2] , Dumai City[1] [2] , Indragiri Hilir[1] [2] , Indragiri Hulu[1] [2] , Kampar[1] [2] , Meranti Islands[1] [2] , Kuantan Singingi Regency[1] [2] , პეკანბარუ[1] [2] , Rokan Hilir[1] [2] , Rokan Hulu[1] [2] , Siak Regency[1] [2] და Pelalawan[1] [2]
კოორდინატები 0°32′24″ ჩ. გ. 101°27′00″ ა. გ. / 0.54000° ჩ. გ. 101.45000° ა. გ. / 0.54000; 101.45000
მმართველი Syamsuar
დაარსდა 10 აგვისტო, 1957
ფართობი 87 023,66 კმ²
მოსახლეობა 5 543 031[3] კაცი (2010)
სიმჭიდროვე 64 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+07:00]]
საფოსტო ინდექსი 28111 - 29569
საავტომობილო კოდი BM
ოფიციალური საიტი riau.go.id

რიაუ (ინდონ. Riau) — პროვინცია ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სუმატრის აღმოსავლეთ სანაპიროს ცენტრში, მალაკის სრუტის გასწვრივ. 2004 წლამდე იგი მოიცავდა სუმატრის აღმოსავლეთით და სინგაპურის სამხრეთით მდებარე რიაუს კუნძულებსაც, სანამ მათ ცალკე პროვინციის სტატუსი მიენიჭებოდა. დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქია პეკანბარუ. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია დუმაი, სელატ-პანჯანგი, ბაგანსიაპიაპი, ბენგკალისი, რენგატი.

რიაუ ამჟამად ინდონეზიის ერთ–ერთი უმდიდრესი პროვინციაა, განსაკუთრებით ბუნებრივი რესურსებით — ნავთობით, ბუნებრივი აირით, კაუჩუკით, პალმის ზეთით. 1982–2005 წლებში მნიშვნელოვნად დაზარალდა ხე–ტყის უკანონო ჩეხვით, როს შედეგადაც ტყით დაფარული 78 % ტერიტორია 33 %–მდე შემცირდა.[4] დეფორესტაცია ძირითადად ზეთის პალმის გაშენებისა და ქაღალდისთვის მიმდინარეობდა. მცენარეული საფარის სასტიკად შემცირებამ წყალდიდობებისა და მეწყერის საფრთხე არა მარტო რიაუს პროვინციას, არამედ მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურსაც შეუქმნა.[5][6]

2010 წლის აღწერის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 5 543 031 ადამიანს შეადგენს.

ადმინისტრაციული თვალსაზრისით, რიაუ ათ სარეგენტოსა და ორი ავტონომიური ქალაქისგან შედგება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 Riau Province Administrative Division Data and Code 2015
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
  3. Central Bureau of Statistics: Census 2010 დაარქივებული 2012-02-01 საიტზე Wayback Machine. , retrieved 17 January 2011 (ინდონეზიური)
  4. WWF:The Eleventh Hour for Riau's Forests. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-14. ციტირების თარიღი: 2012-12-29.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-19. ციტირების თარიღი: 2012-12-29.
  6. http://www.bernama.com/bernama/v6/newsindex.php?id=673630
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რიაუ&oldid=4400670“-დან