შინაარსზე გადასვლა

მალაკა (შტატი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
მალაკა
დროშა გერბი

ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
ადმ. ცენტრი მალაკა
კოორდინატები 2°12′00″ ჩ. გ. 102°15′03″ ა. გ. / 2.2000000° ჩ. გ. 102.2510000° ა. გ. / 2.2000000; 102.2510000
დაარსდა 1948
ფართობი 1720 კმ²
მოსახლეობა 998 400 (2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 06
საფოსტო ინდექსი 75000–78999
საავტომობილო კოდი M
ოფიციალური საიტი http://www.melaka.gov.my
მალაკა (შტატი) — მალაიზია
მალაკა (შტატი)

მალაკა (მალ. Melaka; ოფიციალურად მალაკის ისტორიული შტატი; მალ. Melaka Negeri Bersejarah) — შტატი მალაიზიაში. მდებარეობს მალაის ნახევარკუნძულის სამხრეთ რეგიონში, მალაკის სრუტის ნაპირზე. დედაქალაქია მალაკა, რომელსაც ისტორიული ქალაქი ეწოდება[2] და 2008 წლის 7 ივლისიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.[3]

ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან შტატს ნეგერი-სემბილანი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთიდან ― ჯოჰორი. შტატის ექსკლავი, ტანჯუნგ-ტუანი, ნეგერი-სემბილანის ჩრდილოეთით მდებარეობს. დედაქალაქი მალაკა კუალა-ლუმპურიდან 148 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჯოჰორის უდიდესი ქალაქიდან, ჯოჰორ-ბაჰრუდან 235 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით და ჯოჰორის მეორე უდიდესი ქალაქიდან, ბატუ-პაჰატიდან, 95 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით მდებაროებს.

შტატი ეთნიკური და რასობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მალაკის შტატის მნიშვნელოვან ეთნიკურ ჯგუფებს შეადგენენ: მალაიები, მალაიზიელი ჩინელები, ინდოელები, პერანკანები, კრისტანგები და სხვ.[4][5][6]

მალაკის შტატის ფართობი 1 664 კმ²-ია.[7] მდებარეობს მალაის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, სუმატრის მოპირდაპირედ. ჩრდილოეთითა და დასავლეთით ნეგერი-სემბილანი მდებარეობს, ხოლო აღმოსავლეთით — ჯოჰორი. მდებარეობს კუალა-ლუმპურიდან 148 კმ-ით სამხრეთით. შტატს მალაკის სრუტის ცენტრალური ნაწილი ესაზღვრება. რამდენიმე ბორცვის გამოკლებით, მალაკა ძირითადად დაბლობებს მოიცავს და საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდა 50 მეტრის ტოლია.[8]

ტანჯუნგ-ტუანის ნახევარკუნძული (წარსულში ცნობილი როგორც რაჩადოს კონცხი) შტატის ექსკლავია, რომელიც ნეგერი-სემბილანის საზღვართან მდებარეობს. მალაკის შტატის მთავარი მდინარეებია: მალაკა, ლინგი და კესანგი. მდინარე მალაკა ჩრდილოეთიდან სამხრეთით შტატის ცენტრზე მიედინება. შტატის დასავლეთი საზღვარი მდინარე ლინგზე გადის, ხოლო მდინარე კესანი მალაკისა და ჯოჰორის აღმოსავლეთ საზღვარს წარმოადგენს. მალაკის იურისდიქციის ქვეშაა 16 კუნძული, რომელთა შორის ყველაზე დიდია კუნძული ბესარი.[9]

მალაკის კლიმატი წლის მანძილზე ცხელი და ტენიანია და უხვი ნალექიანობით გამოირჩევა. ნალექიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბრიდან ნოემბრის შუალედში ფიქსირდება. დღის განმავლობაში ტემპერატურა 31-33 °C-ს (88 და 91 °F) შორის მერყეობს, ხოლო ღამით 23 °C-მდე (73 °F) ეცემა.[10]

ჰავის მონაცემები — Malacca (1961–1990)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 31.4 32.6 32.6 32.4 31.8 31.4 31.0 30.9 31.0 31.3 31.0 30.9 31.5
საშუალო დღიური °C 27.0 27.8 27.9 27.9 27.6 27.2 26.9 26.8 26.9 27.1 27.0 26.8 27.2
საშუალო დაბალი °C 22.5 22.9 23.1 23.4 23.4 23.0 22.7 22.7 22.7 22.9 22.9 22.6 22.9
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 73.3 90.9 144.1 197.5 172.0 165.8 164.2 164.1 210.2 212.9 231.5 123.8 1 950,3
წვიმიანი დღეები საშუალოდ (≥ 1.0 mm) 7 7 10 13 12 10 12 12 13 14 17 11 138
საშუალო თვიური მზიანი საათები 193.0 202.5 214.8 207.5 210.5 193.9 201.3 191.2 171.5 179.6 156.9 166.8 2 289,5
წყარო: NOAA[10]

მალაკა ერთ-ერთია მალაიზიის ოთხ შტატს შორის, რომელთაც მემკვიდრეობით დანიშნული მონარქები არ ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ შტატი მალაის უძველესი სასულთნოების ტერიტორიაზე მდებარეობს, 1511 წელს ადგილობრივი მონარქის ინსტიტუტი პორტუგალიელებმა გააუქმეს. მალაკის შტატის მეთაურია გუბერნატორი (იანგ დი-პერტუა ნეგერი), რომელსაც მალაიზიის მეფე (იანგ დი-პერტუან აგონგი) ნიშნავს. მალაკის ამჟამინდელი გუბერნატორია ალი რუსტამი, რომელმაც ოფისი 2020 წლის 4 ივნისს დაიკავა. პრაქტიკაში გუბერნატორს სიმბოლური და ცერემონიული მნიშვნელობა აქვს.[11]

მალაკის შტატს საკუთარი აღმასრულებელი საბჭო და საანონმდებლო ასამბლეა ჰყავს, რომელთაც მალაიზიის მთავრობასთან შედარებით შეზღუდული ძალაუფლება აქვთ. მალაკის შტატის საკანონმდებლო ორგანოა შტატის საკანონმდებლო ასამბლეა. ასამბლეა ერთპალატიანია და 28 წევრისგან შედგება.

2016 წელს მალაკის შტატის მოსახლეობა 931 210 ადამიანს შეადგენდა. საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 2%-ს უტოლდებოდა.[12][13] 2016 წლისთვის მოსახლეობის 27% 15 წლამდე ასაკის კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ხოლო 8% - 60 წელს გადაცილებულთა კატეგორიას.[14]2015 წელს მალაკის შტატის მოსახლეობის 66.8%-ს (552 700) მალაიები შეადგენდნენ, 1.4%-ს (11 500) — ბუმიპუტრები, 26%-ს (215 000) — ჩინელები, 6.2%-ს (51 400) — ინდოელები და ჩიტიები, 0.6%-ს (4 800) — სხვები.[15] მალაკის შტატის ცხოვრობენ კრისტანგები, ტემუანები და ნიდერლანდელები.

მალაკა მრავალენოვანი შტატია. შტატის ოფიციალური ენა მალაიური ენაა, რომელიც სამთავრობო და საჯარო სექტორებში გამოიყენება. ბიზნესისა და ტურიზმის სექტოორებში ინგლისური ენა გამოიყენება. ადგილობრივი მალაიური ენა, რომელიც მალაკური მალაიურის სახელითაა ცნობილი, მალაიური ენის უნიკალური სახესხვაობაა. უმცირესობის ენებია: ტელუგუ ენა, პენჯაბური ენა და სხვ.

  • Borschberg, Peter (2002). „The Seizure of the Sta. Catarina Revisited: The Portuguese Empire in Asia, VOC Politics and the Origins of the Dutch-Johor Alliance (1602 – c. 1616)“. Journal of Southeast Asian Studies. 33 (1): 31–62. doi:10.1017/S0022463402000024. JSTOR 20072387. S2CID 154935503.
  • (2004) Iberians in the Singapore-Melaka Area and Adjacent Regions (16th to 18th Centuries), South China and Maritime Asia 14. Germany: Harrassowitz. ISBN 3-447-05107-8.  Iberians in the Singapore-Melaka Area and Adjacent Regions (16th to 18th Centuries)
  • Borschberg, Peter (2010). The Singapore and Melaka Straits. Violence, Security and Diplomacy in the Seventeenth Century. Singapore: NUS Press. ISBN 978-9971-69-464-7.  The Singapore and Melaka Straits: Violence, Security and Diplomacy in the 17th Century
  • (2015) Journal, Memorial and Letters of Admiral Cornelis Matelieff de Jonge. Security, Diplomacy and Commerce in 17th Century Southeast Asia. Singapore: NUS Press. ISBN 978-9971-69-798-3.  Journal, Memorial and Letters of Cornelis Matelieff de Jonge. Security, Diplomacy and Commerce in 17th-Century Southeast Asia.
  • Borschberg, Peter (2017). „The Value of Admiral Matelieff's Writings for Studying the History of Southeast Asia, c. 1600–1620“. Journal of Southeast Asian Studies. 48 (3): 414–435. doi:10.1017/S002246341700056X.
  • De Witt, Dennis (2010). Melaka from the Top. Malaysia: Nutmeg Publishing. ISBN 978-983-43519-2-2. 
  • De Witt, Dennis (2007). History of the Dutch in Malaysia. Malaysia: Nutmeg Publishing. ISBN 978-983-43519-0-8. 
  • Ricklefs, M.C. (1993). A History of Modern Indonesia Since c.1300, 2nd, London: MacMillan. ISBN 0-333-57689-6. 
  • Headrick, Daniel R. (2010). Power Over Peoples: Technology, Environments, and Western Imperialism, 1400 to the present. Princeton: Princeton University Press. 
  • "Popular History of Thailand" by M.L. Manich Jumsai, C.B.E., M.A.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://www.dosm.gov.my/v1/index.php?r=column/cthemeByCat&cat=117&bul_id=akliVWdIa2g3Y2VubTVSMkxmYXp1UT09&menu_id=L0pheU43NWJwRWVSZklWdzQ4TlhUUT09
  2. Community Involvement for Sustainable World Heritage Sites: The Melaka Case.
  3. Making Melaka liveable, resilient, and future-proof en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-16. ციტირების თარიღი: 2018-11-18
  4. Ravichandran Moorthy (2009). „The Evolution of the Chitty Community of Melaka“ (PDF). Jebat: Malaysian Journal of History, Politics & Strategic Studies. 36: 1–15.
  5. Plone site.
  6. Eurasian community (2013).
  7. Laporan Kiraan Permulaan 2010. Jabatan Perangkaan Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 24 January 2011
  8. Elevation of Melaka, Malaysia Elevation Map, Topography, Contour. floodmap.net.
  9. Beautiful beaches and island in Malacca, Malaysia. melaka.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-02. ციტირების თარიღი: 2023-11-15.
  10. 10.0 10.1 Malacca Climate Normals 1961–1990. National Oceanic and Atmospheric Administration. ციტირების თარიღი: 7 May 2014
  11. Institusi TYT Melaka. ციტირების თარიღი: 1 December 2021.
  12. Department of Statistics Malaysia Official Website. statistics.gov.my. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი 2023.
  13. Fact & Number. melaka.gov.my.
  14. E-MELAKA. emelaka.gov.my. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი 2023.
  15. Population by States and Ethnic Group. Department of Information, Ministry of Communications and Multimedia, Malaysia (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 12 February 2015