კრის კოლუმბუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კრის კოლუმბუსი
Chris Columbus.jpg
კოლუმბუსი 2012 წელს
დაბადების სახელი კრის ჯოსეფ კოლუმბუსი
დაბადების თარიღი 10 სექტემბერი, 1958
სპენგლერი, პენსილვანია, ამერიკის შეერთებული შტატები
საქმიანობა რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
აქტიური 1984-დღემდე
მეუღლე(ები) მონიკა დევერო
შვილ(ებ)ი 4

კრის ჯოსეფ კოლუმბუსი (ინგლ. Chris Joseph Columbus; დ. 10 სექტემბერი, 1958, სპენგლერი, პენსილვანია, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. მისი სარეჟისორო დებიუტია 1987 წელს გამოსული ფილმი, სახელწოდებით „ძიძის თავგადასავალი“. კოლუმბუსმა პოპულარობა საშობაო ფილმებით მოიპოვა, სახელწოდებით „მარტო სახლში“ (1990) და „მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული“ (1992). ფილმებში მთავარ როლს მაკოლეი კალკინი ასრულებს.

კოლუმბუსის ფილმმა, „მისის დაუტფაიერი“ (1993), „ოსკარის“ ჯილდო მოიპოვა საუკეთესო გრიმისათვის. ფილმში ცნობილი ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი, რობინ უილიამსი თამაშობს.

კოლუმბუსი იყო რეჟისორი ჯოან როულინგის წიგნებზე დაფუძნებული ფილმების, „ჰარი პოტერის“ ორი ნაწილისა: „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ (2001) და „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“ (2002). იგი ასევე იყო პროდუსერი ფილმისა „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლუმბუსი 1958 წლის 10 სექტემბერს სპენგლერში, პენსილვანიაში (ამერიკის შეერთებული შტატები) დაიბადა, ხოლო ჩემპიონში, ოჰაიოში იზრდებოდა. იგი მერი ირენ პესკერისა და ალექს მაიკლ კოლუმბუსის ერთადერთი შვილია. [1] მან ფილმების გადაღება ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო.[2]

იგი უორენში, ოჰაიოში, ჯონ კენედის სახელობის სკოლაში სწავლობდა. ამის შემდეგ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კინოსკოლაში ჩაირიცხა, სადაც მან ჩარლი კაუფმანი (ამერიკელი სცენარისტი) და ალეკ ბოლდუინი (ამერიკელი მსახიობი) გაიცნო. [3]

1980 წელს, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლისას, კოლუმბუსმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „ვფიქრობ, აქ მომეწონება“.[4]

კინო-კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლუმბუსმა კინოკარიერა სცენარისტად მუშაობით დაიწყო. მან თავისი პირველი სცენარი 1980-იანებში დაწერა ფილმისთვის „წინდაუხედავი“ (1984, რეჟ. ჯეიმს ფოლი). კოლუმბუსი სცენარით უკმაყოფილო იყო, ამიტომ მალევე დაწერა ახალი, კომედიური ჟანრის ნაწარმოები, სახელწოდებით „გრემლინები“. ფილმი 1984 წელს გამოვიდა და კომერციულად წარმატებული გამოდგა.

ამის შემდეგ კოლუმბუსი ლოს-ანჯელესში გადავიდა, სადაც დაწერა სცენარები ფილმებისათვის „პატარა ხულიგნები და მეკობრეების ოქრო“ (1985) და „ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი“ (1985).[5]

კოლუმბუსის სარეჟისორო დებიუტი 1987 წელს შედგა ფილმით „ძიძის თავგადასავალი“. 1988 წელს მან „სასტუმრო მწუხარება“ გადაიღო, რომელიც ელვის პრესლიზე მოგვითხრობს. ფილმს უარყოფითი გამოხმაურებები ჰქონდა.

1990 წელს გამოვიდა „მარტო სახლში“. გადაღებები თებერვლიდან მაისამდე გრძელდებოდა. ფილმში მონაწილეობენ მაკოლეი კალკინი, ჯო პეში, დენიელ სტერნი, ჯონ ჰერდი და კატრინ ო'ჰარა. ფილმი წარმატებული გამოდგა, მან ორი ნომინაცია მოიპოვა „ოსკარის“ დაჯილდოებაზე, ხოლო ორი „ოქროს გლობუსზე“. [6][7]

„ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახის“ გადაღებები 2000 წელს დაიწყო და 180 დღე გაგრძელდა. მასში მონაწილეობენ დენიელ რედკლიფი, რუპერტ გრინტი და ემა უოტსონი. ფილმის სცენარისტია სტივ კლოუვსი, ხოლო პროდუსერი - დევიდ ჰეიმენი. მისი პრემიერა ლონდონში, 2001 წლის 4 ნოემბერს გაიმართა და კომერციულად წარმატებული გამოდგა. იგი „ოსკარის“ სამ კატეგორიაში იყო ნომინირებული საუკეთესო ორიგინალური მუსიკისათვის, საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის და საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის.[8]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც რეჟისორი

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1987 „ძიძის თავგადასავალი“ Adventures in Babysitting რეჟისორი
1988 „სასტუმრო მწუხარება“ Heartbreak Hotel რეჟისორი, სცენარისტი
1990 „მარტო სახლში“ Home Alone რეჟისორი
1991 „მხოლოდ მარტოსულები გაიგებენ“ Only the Lonely რეჟისორი, სცენარისტი
1992 „მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული“ Home Alone 2: Lost in New York რეჟისორი
1993 „მისის დაუტფაიერი“ Mrs. Doubtfire რეჟისორი
1995 „ცხრა თვე“ Nine Months რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი
1998 „დედინაცვალი“ Stepmom რეჟისორი, პროდუსერი
1999 „ორასი წლის ადამიანი“ Bicentennial Man რეჟისორი, პროდუსერი
2001 „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ Harry Potter and the Sorcerer's Stone რეჟისორი, აღმასრულებელი პროდუსერი
2002 „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“ Harry Potter and the Chamber of Secrets რეჟისორი, აღმასრულებელი პროდუსერი
2005 „ქირა“ Rent რეჟისორი, პროდუსერი
2009 „მიყვარხარ, ბეტ კუპერ“ I Love You, Beth Cooper რეჟისორი, პროდუსერი
2010 „პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები: მეხის ქურდი“ Percy Jackson & the Olympians: The Lightning Thief რეჟისორი, პროდუსერი
2015 „პიქსელები“ Pixels რეჟისორი, პროდუსერი
2020 „საშობაო ქრონიკები 2“ The Christmas Chronicles 2 რეჟისორი, პროდუსერი, სცენარისტი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]