შინაარსზე გადასვლა

ალან პარკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალან პარკერი

ალან პარკერი
დაბადების სახელი ალან უილიამ პარკერი
დაბადების თარიღი 14 თებერვალი, 1944
ისლინგტონი, ლონდონი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 31 ივლისი, 2020 (76 წლის)
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მსახიობი
აქტიური 1971 - დღემდე
მეუღლე(ები) ლაიზა მორენი
მშობლები მამა: უილიამ ლესლი პარკერი
დედა: ელზი ელენ პარკერი
BAFTA

საუკეთესო სცენარი
1976 — ბაგსი მელოუნი
საუკეთესო რეჟისორი

1991 — ვლადებულებები

სერ ალან უილიამ პარკერი (ინგლ. Alan Parker დ. 14 თებერვალი, 1944, ისლინგტონი — გ. 31 ივლისი, 2020, ლონდონი) — ინგლისელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი, დიდი ბრიტანეთის რეჟისორთა გილდიის თანადამაარსებელი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი.

პარკერი დაიბადა მუშათა კლასის ოჯახში, ისლინგტონში, ლონდონის ერთ-ერთ რაიონში, დედის, ელსი ელენის (კაბების მკერავის) და მამის, უილიამ ლესლი პარკერის (სახლების მღებავის) ოჯახში. იგი დადიოდა ელის ოუენის სახელობის სკოლაში. 1960 და 1970-იან წლებში მისი კარიერა დაიწყო სარეკლამო სააგენტოს საავტორო უფლებათა აგენტის თანამდებობით. მოგვიანებით მან სატელევიზიო რეკლამების სცენარებიც შექმნა. ამ ჟანრში მისი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი იყო ჩინზანოს რეკლამა, რომელიც ბრიტანეთის ტელეეთერში გადაიცემოდა.

კინოკარიერა პარკერმა დაიწყო პროდიუსერ დევიდ პუტჰემთან ერთად, ფილმით „მელოდია“ (1971). მოგვიანებით პუტჰემი მისი რამდენიმე ცნობილი ფილმის პროდიუსერად იქცა, მათ შორის - „შუაღამის ექსპრესის“ (1978). ამ ფილმმა მნიშვნელოვანი სკანდალი გამოიწვია, ვინაიდან მისი მოქმედება მიმდინარეობდა თურქეთის ერთ-ერთ ციხეში. 1988 წელს იგი ნომინირებული იქნა ოსკარზე როგორც საუკეთესო რეჟისორი ფილმით „მისისიპი იწვის“ (1988).

მთელმა რიგმა მისი ფილმებისა დიდი მოწონება დაიმსახურა. ესენია: „ბაგსი მელოუნი“ (1976), „დიდება“ (1980), „პინკ ფლოიდი: კედელი“ (1982), „ვალდებულებები“ (1991) და „ევიტა“ (1996).

2002 წელს პარკერს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის კავალერის წოდება. სანდერლენდის უნივერსიტეტმა მას მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება (2005). პარკერი ასევე საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ მოყვარულია და ხშირად ესწრება მის თამაშებს.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-08. ციტირების თარიღი: 2010-06-04.