შინაარსზე გადასვლა

შუგარლენდის ექსპრესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„შუგარლენდის ექსპრესი“
ჟანრი კრიმინალური დრამა
დამდგმელი რეჟისორი სტივენ სპილბერგი
პროდიუსერი რიჩარდ დერილ ზანუკი, დევიდ ბრაუნი
სცენარის ავტორი ჰელ ბერვუდი, მეთიუ რობინსი
ისტორია ჰელ ბერვუდი, მეთიუ რობინსი, სტივენ სპილბერგი
როლებში გოლდი ჰოუნი
ბენ ჯონსონი
მუსიკა ჯონ უილიამსი
ოპერატორი ვილმოშ ჟიგმონდი
მონტაჟი ედვარდ აბრომსი, ვერნა ფილდსი
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი 5 აპრილი, 1974
ხანგრძლივობა 110 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 3 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 12.8 მილიონი აშშ დოლარი

შუგარლენდის ექსპრესი (ინგლ. The Sugarland Express) — სტივენ სპილბერგის 1974 წლის ფილმი. დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. სტივენ სპილბერგმა მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომელსაც წარსულში წვრილმანი დანაშაულები აქვს ჩადენილი, პრობლემის წინაშე დგება. სოციალური სამსახური მათ შვილს ართმევს და პატარას მინდობით აღზრდაში ამწესებს. ცოლი ქმარს დაარწმუნებს, რომ სასწრაფოდ ციხიდან უნდა გაიპაროს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 4 თვე დარჩა მოსახდელი, და ბავშვის გასატაცებლად უნდა გაემგზავრნონ პატარა ქალაქ შუგარლენდში. წყვილი გაიტაცებს პოლიციის მანქანასა და პოლიციელს. ტეხასის პოლიცია მათზე თავდასხმას თავს არიდებს მძევალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე და გამტაცებლებს დიდი კოლონით მიჰყვება უკან, შუგარლენდამდე. პოლიციის უფროსს გადამწყვეტი ზომების მიღება არ სურს, მაგრამ როცა კოლონა შუგარლენდში ჩავა, იძულებულია, გამტაცებლების ლიკვიდაციის ბრძანება გასცეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]