ჯეიმზ უორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯეიმზ უორდი
ინგლ. James Wordie
James Mann Wordie - c. 1914.jpg
დაბ. თარიღი 26 აპრილი 1889(1889-04-26)
დაბ. ადგილი გლაზგო
გარდ. თარიღი 16 იანვარი 1962(1962-01-16) (72 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი და Scott Polar Research Institute
ალმა-მატერი გლაზგოს უნივერსიტეტი და სენტ-ჯონის კოლეჯი
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი, დამფუძნებლის მედალი[1] , ჩარლზ დეილის სახელობის მედალი, ბრტიანეთის იმპერიის ორდენი, რაინდი-ბაკალავრი, პოლარული მედალი, წმინდა ოლაფის ორდენი და ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი

ჯეიმზ მან უორდი (ინგლ. James Mann Wordie; დ. 26 აპრილი, 1889, გლაზგო — გ. 16 იანვარი, 1962, კემბრიჯი) — ბრიტანელი მეცნიერი, გეოლოგი, მკვლევარი, ერნესტ შეკლტონის საიმპერიო ტრანსარქტიკული ექსპედიციის, გრენლანდიის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებსა და შპიცბერგენზე მოწყობილი მრავალი ექსპედიციის მონაწილე. სკოტის პოლარული კვლევების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი. მრავალი სამეცნიერო საზოგადოების დამსახურებული წევრი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1889 წლის 26 აპრილს გლაზგოში (შოტლანდია), ჯონ უორდისა და ჯეინ კეტრინ მარდის ოჯახში. დაამთავრა „გლაზგოს აკადემიის“ სახელით ცნობილი სკოლა. გეოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო გლაზგოს უნივერსიტეტში. შემდეგ გადავიდა კემბრიჯში მდებარე სენტ-ჯონსის კოლეჯში, სადაც სწავლასთან ერთად სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო. ამ პერიოდში დაუახლოვდა ფრენკ დებენჰემსა და რეიმონდ პრისტლისრობერტ სკოტის ბოლო ანტარქტიკული ექსპედიციის მეცნიერ-მონაწილეებს. ამ ორ მეცნიერთა ერთად მუშაობისას ჯეიმზ უორდის ექსპედიციებისა და სამეცნიერო აღმოჩენების მიმართ ინტერესი გაუღრმავდა და რეიმონდ პრისტლის რეკომენდაციით იგი შეკლტონმა თავის პირველ ექსპედიციაში ჩართო, როგორც სამეცნიერო შტატის ხელმძღვანელ-გეოლოგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Farmer, B. H. (2004). "Wordie, Sir James Mann (1889–1962)", rev., Oxford Dictionary of National Biography: Oxford University Press. Accessed 8 September 2006 (subscription required).
  • Smith, Michael (2004). Polar Crusader: Sir James Wordie – Exploring the Arctic and Antarctic: Birlinn. ISBN 1-84158-292-1.
  • Royal Geographical Society Gold Medal RecipientsRoyal Geographical Society, 2018.