რეიმონდ პრისტლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რეიმონდ პრისტლი
დაბ. თარიღი 20 ივლისი 1886(1886-07-20)[1]
დაბ. ადგილი ტიუკსბერი
გარდ. თარიღი 24 ივნისი 1974(1974-06-24)[1] (87 წლის)
გარდ. ადგილი ჩელტნემი
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი და Scott Polar Research Institute
ალმა-მატერი კემბრიჯის უნივერსიტეტი
ჯილდოები სამხედრო ჯვარი და Patron’s Medal[2]

სერ რეიმონდ ედუარდ პრისტლი (ინგლ. Raymond Edward Priestley; დ. 20 ივლისი, 1886 — გ. 24 ივნისი, 1974) — ბრიტანელი გეოლოგი და ანტარქტიკის მკვლევარი.

პრისტლი დაიბადა ტიუკსბერიში, დაწყებითი სკოლის მეთვალყურის ოჯახში. ჩააბარა ბრისტოლის საუნივერსიტიტო კოლეჯში გეოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე კურსის დამთავრების შემდეგ მონაწილეობა მიიღო შეკლტონის პირველ ექსპედიციაში ანტარქტიკაში (1907-1909). პრისტლი აგროვებდა მინერალებისა და ხავსურას ნიმუშებს მთელი რეგიონის მასშტაბით, მათ შორის როსის ზღვაში, ერებუსის ჩრდილოეთ ფერდობზე, ფერარის მყინვარზე. 1910 წელს მონაწილეობა მიიღო რობერტ სკოტის ექსპედიცია „ტერა-ნოვაში“.

პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა საფრანგეთში, 46 დივიზიაში. დაჯილდოებულია დიდი ბრიტანეთის სამხედრო ჯვრით. 1938-1952 წლებში იყო ბირმინგემის უნივერსიტეტის რექტორი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]