ერნესტ შეკლტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერნესტ შეკლტონი

ერნესტ შეკლტონი (ინგლ. Ernest Shackleton; დ. 15 თებერვალი, 1874, კილკეა — გ. 5 იანვარი, 1922, სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები) — ირლანდიელი პოლარეთის მკვლევარი.

ერნესტ შეკლტონი საოცარ რწმენას უნერგავდა თავის ხალხს. მათ სცადეს, ფეხით გადაელახათ ანტარქტიდა. 1915 წლის იანვრისათვის შეკლტონის გემი „ენდურანსი“ ყინულებში მოხვდა. იგი 10 თვე იყო ამ ადგილას გაჩერებული, მერე კი თანდათან ჩაიძირა. შველას არსაიდან არ მოელოდნენ. შეკლტონმა თავისი ხალხი 290 კილომეტრით დაშორებული ელეფანტის კლდოვანი კუნძულისაკენ წაიყვანა. აქედან შეკლტონი ხუთ კაცთან ერთად გაემართა სამხრეთ გეორგიის კუნძულისაკენ, რომელიც 1300 კილომეტრის დაშორებით, მსოფლიოს ყველაზე ცივი და მღელვარე ოკეანის გადაღმა მდებარეობდა.

კუნძულს 16 დღეში მიადგნენ. ერნესტ შეკლტონი მივიდა ჩრდილო სანაპიროზე მდებარე ვეშაპმჭერ სადგურზე და მაშველი წამოიყვანა. შეკლტონის ხალხს სამართლიანად სწამდა მეთაურისა: მან ეკიპაჟის 27-ვე წევრი გადაარჩინა.

შეკლტონს უკვე მოხვეჭილი ჰქონდა სახელი „ნიმროდის“ ექსპედიციით (1907–1909), რომლის დროსაც მარხილებით მიმავალ რაზმს გაუძღვა და 156 კილომეტრზე მიუახლოვდა სამხრეთ პოლუსს. შეკლტონი ინგლისში დაბრუნდა და, როგორც გმირი, რაინდად აღიარეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიდი მოგზაურები, მსოფლიო აღმოჩენა. ქარჩხაძის გამოც. გვ 108, თბ., 2009