ფრენკ დებენჰემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრენკ დებენჰემი
ინგლ. Frank Debenham
დაბ. თარიღი 26 დეკემბერი, 1883(1883-12-26)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ახალი სამხრეთი უელსი
გარდ. თარიღი 23 ნოემბერი, 1965(1965-11-23)[1] [2] [3] (81 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი[1]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
 ავსტრალია
საქმიანობა მკვლევარი, გეოგრაფი, უნივერსიტეტის პროფესორი, გეოლოგი, მეცნიერი[4] და კარტოგრაფი[4]
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი და Scott Polar Research Institute
ალმა-მატერი სიდნეის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Stella Worthington
ჯილდოები დეივიდ ლივინგსტონის საუკუნოვანი მედალი, ვიქტორიას მედალი და პოლარული მედალი

ფრენკ დებენჰემი (ინგლ. Frank Debenham; დ. 26 დეკემბერი, 1883, ახალი სამხრეთი უელსი — გ. 23 ნოემბერი, 1965, კემბრიჯი) — ავსტრალიური წარმოშობის ბრიტანელი გეოგრაფი, მოგზაური, ანტარქტიკის მკვლევარი. კემბრიჯის უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის დამსახურებული პროფესორი, სკოტის პოლარული კვლევების ინსტიტუტის პირველი დირექტორი.

დაიბადა ბოურალში (ახალი სამხრეთი უელსი), 1883 წლის 26 დეკემბერს, პასტორ იენ უოლმოტ დებენჰემისა და ედიტ კლივლენდის ოჯახში, სადაც იგი მესამე ბავშვი იყო. სწავლობდა იმავე სკოლაში, სადაც მამამისი ასწავლიდა. შემდეგ მოხვდა პარამატის სამეფო სკოლაში, გამოირჩეოდა მაღალი მოსწრებითა და სპორტული მიღწევებით. დაამთავრა სიდნეის უნივერსიტეტი, მიიღო ინგლისური ენისა და ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხი, შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა ერთ-ერთ ანგლიკანურ სკოლაში, ახალ სამხრეთ უელსში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Quiet Land — The Diaries of Frank Debenham, edited by June Debenham. Bluntisham Books: Huntingdon, 1992.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #139154612 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Czech National Authority Database