პეტარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
პეტარე
Petare
Petare2004-8b.jpg
ქალაქი პეტარე (ერთ-ერთი მონაკვეთი)
დროშა
Flag of Miranda state.svg

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი (ვენესუელა)|ვენესუელის შტატები|შტატი მირანდა
კოორდინატები 10°29′00″ ჩ. გ. 66°49′00″ დ. გ. / 10.48333° ჩ. გ. 66.81667° დ. გ. / 10.48333; -66.81667
ფართობი 146 კმ²
ცენტრის სიმაღლე 820
მოსახლეობა 369,000 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 2827 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4
სატელეფონო კოდი 0212
საფოსტო ინდექსი 1073
ოფიციალური საიტი alcaldiamunicipiosucre.gov.ve
პეტარე — ვენესუელა
პეტარე

პეტარე (ესპ. Petare) — ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, მირანდას შტატის შემადგენლობაში. მიეკუთვნება კარაკასის ფედერალურ ოლქს. პეტარე აერთიანებს სუკრეს მუნიციპალიტეტს. დაარსდა 1621 წელს. იმ დროს პეტარეს ტერიტორიაზე არსებობდა რამდენიმე ესპანური მიწათსამფლობელო, რის შემდეგ ჩამოყალიბდა დასახლება. პეტარეში ცხოვრობდნენ ფრანცისკანელი ბერები, გაშენებული იყო ეკლესიები.

დღეისათვის, პეტარე განიხილება როგორც კარაკასის გარეუბანი, სადაც კარგად არის განვითარებული ადგილობრივი ეკონომიკის კომერციული ცენტრი. ქალაქში არის ორი უნივერსიტეტი: სანტა-მარიას უნივერსიტეტი და მეტროპოლიტანის უნივერსიტეტი. მთავარ პრობლემად რჩება მოსახლეობის სიღარიბე. 2006 წლის აღწერის მონაცემებით პეტარეს მოსახლეობა შეადგენს 369 000 კაცს.

პეტარეში განვითარებულია ვაჭრობა, რომელსაც ეწოდება „ბუხონეროსი“ (Buhoneros). ხელსაყრელი სასოფლო-სამეურნეო რაიონები და ყავის, კაკაოსა და შაქრის ლერწმის წარმოებამ გამოიწვია პეტარეს გაერთიანება კარაკასის აგლომერაციაში.

ქალაქი დაარსდა 1621 წლის 17 თებერვალს კაპიტან პედრო დე ლუგო გუტიერესისა და მღვდლის — გაბრიელ მენდოსას მიერ პატარა ბორცვზე სახელწოდებით სან-ხოსე-დე-გუანარიტო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]