ხილის წვნიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩინური ხილის წვნიანი

ხილის წვნიანი არის წვნიანი, რომლის ძირითად ინგრედიენტს წარმოადგენს სხვადასხვა ხილი. შეიძლება იყოს როგორც თბილი, ისე ცივი წვნიანი. ზოგიერთი ხილის წვნიანი იყენებს მრავალფეროვანი სახეობის ხილს და ალკოჰოლურ სასმელებს, როგორიცაა შერი, თეთრი ღვინო, ტკბილი ღვინო, შამპანური, რომი და კირში (ხილის კონიაკი)[1]. ხილის წვნიანი ხანდახან როგორც დესერტი, ისე მიირთმევა.

ხილის წვნიანების უმრავლესობა ცივად მიირთმევა, მაშინ, როცა შესაბამისი ხილის მოსვლის სეზონია (რომელიც, ძირითადად თბილ ამინდს ემთხვევა)[2]. ზოგიერთი წვნიანი, მაგალითად ნორვეგიული ფურკსუპი (fruktsuppe) შეიძლება იყოს თბილიც და ცივიც, რაც იმიდან გამომდინარეობს, რომ ისინი ჩირისგან (და სხვადახვა გამხმარი ხილისგან, მაგალითად ქიშმიშისგან) მზადდება და წელიწადის ნებისმიერ დროს მზადდება. ხილის წვნიანების ნაწილი ასევე კეთდება რძის ან კრემის დამატებით, ასევე ცომის ბურთულებით და სანელებლებით.

ალუბლის წვნიანი

ნაირსახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავოკადოს წვნიანი არის ხილის წვნიანის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ცივი, ისე ცხელი[3]. მისი მთავარი ინგრედიენტი ავოკადოა, დამატებით ინგრედიენტებში შედის რძე (ან კრემი), კარაქი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. გვხვდება ხახვით, ნიორით, ცხარე სოუსით, წითელი წიწაკით და ა.შ. ხანდახან, წყალს იყენებენ წვნიანის გასათხელებლად. ძალიან გავრცელებულია მექსიკაში. ავოკადო პიურეს სახით გამოიყენება, დეკორაციის მიზნით კი კუბურად დაჭრილ ავოკადოს იყენებენ. ხანდახან მიირთმევენ არაჟანთან, კიბორჩხალას ხორცთან და კრევეტებთან ერთად. დროის გასვლის შემდეგ, ავოკადოს წვნიანი იცვლის ფერს ოქსიდაციის (ჟანგვის) შედეგად იცვლის და ყავისფერდება, მაგრამ ამას წვნიანის გემოზე გავლენა არ ააქვს.

ბლაბარსოპა (Blåbärssoppa) არის შვედური კერძი, რომელიც შიეცავს სხვადასხვა კენკრას (მაგ. მოცვი, ჟოლო, მარწყვი და ა.შ), შაქარს, წყალს და იშვიათად შამპანურს. კენკრა, შაქარი და წყალი ერთად დუღდება, მიირთმევა მაშინვე ან გაციებისას. როცა ცივია, უმატებენ შამპანურს, გაზირების მიზნით.

ქოქოსის წვნიანი არის წვნიანი, რომელიც მზადდება ქოქოსის რძით და ქოქოსით.

მჟავე ალუბლის წვნიანი არის ოდნავ ტკბილი წვნიანი, დამზადებული არაჟანისგან, შაქრისგან და ახალი ალუბლებისგან. მიირთმევა ცივი. არის უნგრული წარმოშობის, მაგრამ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაშია გავრცელებული. ზოგჯერ, მოსამზადებლად იყენებენ ღვინოსაც.

სახამებელი, განსაკუთრებით კარტოფილის სახამებელი, გამოიყენება ხილის წვნიანების გასასქელებლად.

რეგიონების და ქვეყნების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცივი და თბილი ხილის წვნიანები საკმაოდ გავრცელებულია სკანდინავიურ, ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური ევროპის[4] სამზარეულოებში. ცხელი ხილის წვნიანები უფრო დამახასიათებელია შუა აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ჩინეთში. ამ ქვეყნებში დამზადებული ხილის წვნიანების ნაწილი ზოგჯერ ცივადაც მიირთმევა და ზოგიერთი მათგანი ინგრედიენტად ხორცსაც იყენებს.

ახლო აღმოსავლეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლო აღმოსავლეთში ხილის წვნიანები ტრადიციულ საჭმელად მიიჩნევა.

ევროპა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცივი ხილის წვნიანების ჭამა ტრადიციაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ჩინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცივი მანგოს წვნიანი და ნუშის-ხილის წვნიანი ტრადიციული ჩინური სამზარეულოს კერძებია. ისინი დესერტისთვისაც მზადდება.

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხილის წვნიანები ძალიან გავრცელებული და პოპულარულია ჩრდილოეთ ევროპაში[5]. ისინი ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოს ნაწილად მიიჩნევა. განსაკუთრებით გავრცელებულია ხილის წვნიანის საუზმეზე ჭამა, ძირითადად ზამთარში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]