შინაარსზე გადასვლა

არაჟანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაჟნის ბუტერბროდი

არაჟანირძის პროდუქტი, რომელიც რძემჟავური დუღილის შედეგად მიიღება. ამზადებენ რძის ნაღებისაგან, რომელსაც პასტერიზაციის შემდეგ 18-20°C აცივებენ და რძემჟავა ბაქტერიების წმინდა კულტურით ადედებენ. შედედებულსა და გაცივებულ ნაღებს ერთიდან ორ დღემდე აყოვნებენ სპეციალურ სათავსში, 2-6°C ტემპერატურაზე. არაჟნის დამზადება შეიძლება აგრეთვე ახალი კარაქისა და ცხიმგაცლილი რძის ემულსიისაგან, რომელიც ხარისხით ნაღებს უახლოვდება.

არაჟანი შეიცავს ცხიმს, ცილას, ნახშირწყლებს, A ვიტამინსა და თიამინს. არაჟნის ხარისხი დამოკიდებულია მის ცხიმიანობაზე. უმაღლესი ხარისხის არაჟანი 36% ცხიმს შეიცავს, პირველი ხარისხისა კი — 30%-ს. რაც უფრო ცხიმიანია არაჟანი, მით უფრო დაბალია მისი მჟავიანობა.

ამ სახით, არაჟანი გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მსგავსია დასავლეთ ევროპული კრემ ფრეშის (ფრანგ. crème fraîche), მაგრამ გაცილებით მსუყე და სქელია ცხიმის შემცველობის გამო და უფრო მჟავეა გემოთი. არ იჭრება ცხელ კერძში დამატებისას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]