ხამარ-დაბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ხამარ-დაბანი
ხამარ-დაბანი
ხამარ-დაბანი
კოორდინატები: 51°17′ ჩ. გ. 104°19′ ა. გ. / 51.283° ჩ. გ. 104.317° ა. გ. / 51.283; 104.317
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
უმაღლესი წერტილი ხან-ულა
სიმაღლე 2371 
სიგრძე 420 კმ
სიგანე 65 კმ
ხამარ-დაბანი — რუსეთი
ხამარ-დაბანი

ხამარ-დაბანი (რუს. Хамар-Дабан) — ქედი ბაიკალისპირეთში, რუსეთის ბურიატეთის რესპუბლიკასა და ირკუტსკის ოლქში. სიგრძე 420 კმ, სიგანე 65 კმ-მდე. უმაღლესი წერტილის სიმაღლე აღწევს 2371 მ-ს (მთა ხან-ულა). ჭარბობს საშუალომთიანი რელიეფი. უძველესი მასივია. აგებულია კრისტალური ფიქლებით, გნაისებით, ბაზალტებით, კირქვებით; ბევრია გრანიტული ინტრუზიები. ჩრდილოეთ ნაწილში გაბატონებულია ზომიერი და ნოტიო ჰავა. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 1300 მმ-ს უტოლდება. 1500–1800 მ-მდე ფერდობები დაფარულია კედრით, სოჭისა და ფიჭვის ტყეებით. 1968 წელს ქედის ცენტრალურ ნაწილში შეიქმნა ბაიკალის ბიოსფერული ნაკრძალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]