შამანკის კლდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შამანკის კლდე

შამანკის კლდე[1] (რუს. Скала Шаманка; ბურხანის კონცხი, შამანის კონცხი, მღვიმის კონცხი) — კონცხი ბაიკალის ტბაში, ოლხონის კუნძულზე.[2] მთავრდება ორმწვერვალიანი კლდით. მოქცეულია ბაიკალისპირეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. სიახლოვეს მდებარეობს დაბა ხუჟირი (1,2 ათ. მცხოვრები).[3] ამჟამად კონცხს გააჩნია ბუნებრივი და ისტორიული ძეგლის სტატუსი. აგებულია კვარცით გამსჭვალული კრისტალური კირქვებით, ხოლო მომიჯნავე სანაპირო — გრანიტებით, რომელიც შენაცვლებულია რქატყუარა გნაისით. კონცხის ყელი დაფარულია ნაყარით. საკუთრივ კონცხზე აღმოჩენილია მრავალი აქეოლოგიური ძეგლი.[4] არის ამავე სახელწოდების მღვიმე, რომელიც წარმოიქმნა გამოფიტვისა და კირქვული ქანების გადარეცხვის შედეგად. მღვიმის სავალი ნაწილის სიგრძე 12 მ, სიგანე 3-4,5 მ აღწევს. სიმაღლე 1-6,5 მ-ია.[4] გვხვდება გვერდითი კორიდორები და ვიწრო სასულეები.[4] შამანის მღვიმე პირველად გამოიკვლია და აღწერა ცნობილმა გეოგრაფმა იან ჩერსკიმ 1879 წელს.[4] მღვიმეში აღმოჩენილია XVIII საუკუნის მონეტები, სხვადასხვა საგნები. ერთ-ერთ ნაპრალში აღმოჩენილია მცირე ზომის ფიქალის ფირფიტა, სადაც ამოტვიფრულია ქალი-შამანის გამოსახულება.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]