ბაიკალის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაიკალის ქედი
კოორდინატები: 54°00′ ჩ. გ. 108°00′ ა. გ. / 54.000° ჩ. გ. 108.000° ა. გ. / 54.000; 108.000
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
უმაღლესი წერტილი ჩერსკი
სიმაღლე 2588 
სიგრძე 300 კმ
ბაიკალის ქედი — რუსეთი
ბაიკალის ქედი

ბაიკალის ქედი (რუს. Байкальский хребет) — ქედი რუსეთში, ბაიკალის ტბის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. სიგრძე 300 კმ, მაქსიმალური სიმაღლე 2588 მ (მთა ჩერსკი).[1] აგებულია პროტეროზოური კრისტალური ფიქლებით, კვარციტებით, კირქვებითა და გრანიტებით. დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი. ბაიკალის ტბისკენ მიქცეული კალთები ციცაბოა, 900–1000 მ-მდე დაფარულია ტყესტეპით და ფიჭვის კორომებით. უფრო ზემოთ მუქწიწვიანი ტაიგაა, შუა და ჩრდილოეთ ნაწილში ლარიქსიანი ტაიგა. 1400 მ მაღლა ლარიქსის მეჩხერი ტყეა ქონდარა ფიჭვის რაყებით, მწვერვალებზე მთის ტუნდრა და ქვაყრილებია.[1] სამხრეთ კალთაზე მდებარეობს ბაიკალ-ლენის ნაკრძალი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]