აკადემიის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
აკადემიის ქედი
ბაიკალის რელიეფი
ბაიკალის რელიეფი
კოორდინატები: 53°47′ ჩ. გ. 108°26′ ა. გ. / 53.783° ჩ. გ. 108.433° ა. გ. / 53.783; 108.433
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიგრძე 100 კმ
აკადემიის ქედი — რუსეთი
აკადემიის ქედი

აკადემიის ქედი (რუს. Академический хребет) — წყალქვეშა ქედი ბაიკალის ტბაში. ყოფს შუა და ჩრდილოეთ ღრმულებს. გადაჭიმულია ოლხონის კუნძულის ჩრდილოეთი დაბოლოებიდან უშკანის კუნძულებამდე და შემდეგ გრძელდება ვალუკანის კონცხამდე. სიგრძე დაახლოებით 100 კმ. ცალკეული მწვერვალები აზიდულია ტბის ზედაპირამდე უშკანის კუნძულების სახით.[1] ქედის კალთები ციცაბოდ ეშვება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ბაიკალის ტბის შუა ღრმულის რაიონამდე და ჩრდილო-დასავლეთისაკენ ჩრდილოეთი ღრმულისაკენ. აკადემიის ქედზე, ბაიკალის ფსკერი შედგება დედაქანისაგან. აღმოაჩინა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბაიკალის ლიმნოლოგიურმა სადგურმა გლებ ვერეშჩაგინის ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპედიციის დროს 1932 წელს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. На Ушканьи острова | озера Байкал (რუსული)
  2. А. К. Тулохонов. Байкал: природа и люди: энциклопедический справочник. 2009