ბარგუზინი
იერსახე
ბარგუზინი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
სიგრძე | 480 კმ |
აუზის ფართობი | 21 100 კმ² |
![]() ![]() | |
![]() |
ბარგუზინი (რუს. Баргузин) — მდინარე რუსეთში, ბურიატეთის რესპუბლიკაში. სიგრძე 480 კმ, აუზის ფართობი 21 100 კმ². სათავე აქვს იკატის ქედის კალთაზე, ზღვის დონიდან 2050 მ სიმაღლეზე. მიედინება ბარგუზინის ქვაბულში, ერთვის ბაიკალის ტბას ბარგუზინის ყურეში. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლით. ქვემო დინებაში ჭრის ბარგუზინის ქედის განშტოებას, სადაც ჭორომებს ქმნის. მთავარი შენაკადებია: მარცხენა — გარგა, არგადა, ინა; მარჯვენა — ულიუნი. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 130 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად, სანაოსნოა შენაკად გარგამდე (249 კმ).
1928 წლის ზაფხულში მდინარეში პირველად გაუშვეს გემი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბარგუზინი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
|