ჩივირკუის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჩივირკუის ყურე

ჩივირკუის ყურე (რუს. Чивыркуйский залив) — ყურე ბაიკალის ტბაში. მდებარეობს ტბის აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი დაახლოებით 300 კმ². ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 26 კმ-ზე, სიგანე 6-7 კმ-იდან 10-12 კმ-მდე.[1] ერთვის მდინარე დიდი ჩივირკუი. მცირეწყლიანია. მაქსიმალური სიღრმე დაახლოებით 10 მ-მდეა,[1] რის გამოც კარგად თბება (+24 °C-მდე).[2] ბაიკალის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპერატურები სწორედ ამ ადგილებში აღინიშნება. არის დასახლებული პუნქტები. დანაწევრებულია მრავალრიცხოვანი უბეებით, რომლებიც ტაიგითაა დაფარული. არის 7 კუნძული.[3] ფსკერი წარმოდგენილია წყალმცენარეებით, რომლებიც „ხალიჩებს“ ქმნიან. მდიდარია თევზით. ჩივირკუის ყურე მოქცეულია იმიერბაიკალეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 «Природа Байкала». залив Чивыркуйский.
  2. Чивыркуйский залив на Байкал-лето. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-24. ციტირების თარიღი: 2012-08-23.
  3. «Baikal Nature»: Чивыркуйский Залив. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-19. ციტირების თარიღი: 2012-08-23.
  4. Магия Байкала: Чивыркуйский залив