ყელეთის ქედი
იერსახე
ყელეთის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 41°55′35″ ჩ. გ. 43°38′14″ ა. გ. / 41.926556° ჩ. გ. 43.637361° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე |
ამგებელი ქანები | ვულკანოგენური დანალექი, თიხა და ქვიშაქვა |
ყელეთის ქედი — ქედი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის, ქარელის და სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. წარმოადგენს თრიალეთის ქედის განშტოებას, მდინარეების მტკვრისა და ძამის წყალგამყოფს. ვრცელდება მტკვრის მარჯვენა მხარეზე. დასავლეთ ნაწილში აღმართულია მთა ბრაგუნა (1903 მეტრი), აღმოსავლეთში მთა ბატეთი (1349 მეტრი). აგებულია ეოცენური ვულკანოგენური დანალექებით, აგრეთვე ოლიგოცენური და ქვედამიოცენური თიხებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია რელიეფის სტრუქტურული ეროზიული და მეწყრული ფორმები. შემოსილია მუხნარ-რცხილნარით, რომელიც ჩრდილოეთით იცვლება ტყისელემენტებიანი ჯაგეკლიანი სტეპით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 633.