შინაარსზე გადასვლა

იან-მაიენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იან-მაიენი
მშობ. სახელი: ნორვ. Jan Mayen

კუნძულ იან-მაიენის ტოპოგრაფიული რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე
კოორდინატები 70°59′ ჩ. გ. 8°32′ დ. გ. / 70.983° ჩ. გ. 8.533° დ. გ. / 70.983; -8.533კოორდინატები: 70°59′ ჩ. გ. 8°32′ დ. გ. / 70.983° ჩ. გ. 8.533° დ. გ. / 70.983; -8.533
ფართობი 377 კმ²
სანაპიროს სიგრძე 124,1 კმ
უმაღლესი წერტილი 2277 მ
შპიცბერგენი და იან-მაიენი
დედაქალაქი ოლონკინბიენი (35 დროებითი მაცხოვრებელი)
დემოგრაფია
მოსახლეობა 0-35 (დროებითი მაცხოვრებელი) (2022)
ეთნიკური ჯგუფები ნორვეგიელები
კუნძულ იან-მაიენის რუკა
იან-მაიენის სანაპირო

იან-მაიენი (ნორვ. Jan Mayen) — კუნძული ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორიებში. მდებარეობს ისლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გრენლადიის ზღვასა და ნორვეგიის ზღვას შორის. ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზა.

ამ მიგდებულ კუნძულს ნიდერლანდელი ვეშაპმჭერი კაპიტნის სახელი ეწოდა, რომელმაც კუნძული 1614 წელს აღმოაჩინა (უფრო ადრეული პრეტენზიები ჰენრი ჰუდსონს ჰქონდა (1607 წ.); ჟან ფლორიკს (1612 წ.); მომდევნო საუკუნეებში კუნძულზე მხოლოდ ვეშაპებზე მონადირეები თუ ხვდებოდნენ, ისიც იშვიათად. კუნძული ნორვეგიის მმართველობის ქვეშ არის 1929 წლიდან. დიდი ხნის მანძილზე მთვლემარე ვულკანმა ბირენბერგმა, რომელიც ზღვის დონიდან 2277 მეტრზე იმყოფება, 1970 წელს მორიგი ამოფრქვევა განახორციელა. ეს არის დედამიწაზე ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე აქტიური ვულკანი.

კლიმატი: პოლარული ზღვაური ხშირი შტორმებითა და მდგრადი ნისლით.

რელიეფი: ვულკანური წარმოშობის კუნძული. ნაწილობრივ ყინულით არის დაფარული. სანაპირო ზოლის სიგრძე: 124,1 კმ. მაქსიმალური სიმაღლე: ბარენბერგი (მეფე ჰოკონ VII-ს მთა) — ზღვის დონიდან 2277,3 მეტრი.

ადგილობრივი მოსახლეობა არ არსებობს. კუნძულზე პერიოდულად შორეული ნავიგაციის (Loran-C) სადგურის მომსახურე პერსონალის 0-35 წევრი ცხოვრობს.

ენა: ნორვეგიული.

  • Ledgard, J.M. (2011) Submergence Coffee House Press.
  • Umbreit, Andreas (2005) Spitsbergen : Svalbard - Franz Josef Land - Jan Mayen, 3rd ed., Chalfont St. Peter : Bradt Travel Guides, ISBN 1-84162-092-0

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]