შინაარსზე გადასვლა

ყაბარდოელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყაბარდოელების სოფლის მეურნეობა)
ყაბარდოელები საფოსტო ბარათზე, XX საუკუნის დასაწყისში

ყაბარდოელები (ყაბ. адыгэ ადიღე) — ხალხი, ცხოვრობენ ძირითადად ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. საერთო რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში 520 000 კაცი (2002).[1] სახლობენ აგრეთვე ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში. ენა ყაბარდოული. განეკუთვნება კავკასიური ენების აფხაზურ-ადიღურ ჯგუფს.

მორწმუნე მუსლიმანები არიან (XVIII საუკუნემდე გავრცელებული იყო ქრისტიანობა და წარმართულ რწმენათა ნაშთები). ეთნოგენეზი საერთო აქვთ სხვა ადიღეებთან. ყაბარდოელების ხალხად ჩამოყალიბება დაკავშირებულია ფეოდალურ ურთიერთობების განვითარებასთან (XII-XIV საუკუნეებში). 1557 წელს შეუერთდნენ რუსეთს. ყაბარდოელების ძირითადი საქმიანობა — მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ხელოსნობა (ხის კვეთა, მეიარაღეობა, მეუნაგირეობა, მექეჩეობა, მენაბდეობა, ოქრომჭედლობა).

ყაბარდოელების სოფლის მეურნეობა — რეგიონი წარმოადგენს ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს კავკასიაში ამ კუთხით. ყაბარდოელები მკვიდრობენ ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში მდინარეების მალკის, ბაქსანისა და თერგის ირგვლივ. იმის გამო, რომ ყაბარდოელთა დასახლებები სხვადასხვა მიზეზით მოძრაობითობით ხასიათდება განსხვავებულია მათი სოფლის მეურნეობის ტიპებიც.

აღსანიშნავია, რომ ძირითადად ყაბარდოელთა ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობას მეცხოველეობა წარმოადგენს. ისინი აშენებენ ცხენებს, მსხვილფეხარქოსან საქონელს, ცხვარს და თხას. ადრე მისდევდნენ სამომთაბარო მეცხოველეობას; ზაფხულშიპირუტყვი მთის საძოვრებზე ჰყავთ, ზამთარში კი ძირითადად დაბანაკებულნი არიან სტეპებში. ყაბარდო მეზობელთაგანაც ხშირ თავდასხმებს განიცდიდა. მაგრამ, თავის მხრივ, ყაბარდოელები ძარცვით ლაშქრობებს მეზობელ ტომებზე თვითონაც აწყობდნენ. თარეშის დროს კი ხშირი იყო საქონლის მოტაცება, მნიშვნელოვანი იყო მტრისთვის ყაბარდოული ცხენები, რომლებიც საკმაოდ დიდი რესურსს წარმოადგენდა.

საინტერესოა, ის ფაქტის რომ ყაბარდოული ფოლკლორი ძალზედ გამსჭვალულია მესაქონლეობის თემებით, განსაკუთრებით ხშირად უმღერიან მათ ჯოგებსა და შესანიშნავ ცხენებს. მეცხოველეობაში წამყვანი ადგილი სწორედ მეცხენეობას ეჭირა. საყოველთაო აღიარება აქვს მოპოვებული ყაბარდოული ჯიშის ცხენებს.

უწინ ყაბარდოელები ცხენის ხორცსა და რძეს მიირთმევდნენ, მაგრამ ცხენი ძირითადად ფასდებოდა როგორც საჯდომი (სატრანსპორტო) საშუალება. ყაბარდოული ცხენის ჯიში განსაკუთრებული ამტანობით, გამძლეობით გამოირჩევა; ცხენებს 3-4 წლიდან ხედნიან. ხშირად აწყობდნენ დოღს, სწორედ ამ ჯიშის ცხენი ერთ-ერთი საუკეთესოა ამ მიმართულებით არამარტო კავკასიაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

დღესაც ცხენებს ყაბარდოელები დამღებით გამოარჩევდენ. ყველა გვარის წარმოამდგენლის ცხენს მისთვის დამახასიათებელი დამღა აქვს. ყაბარდოული ცხენები ახლა მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი.

რაც შეეხება მიწათმოქმედებას ყაბარდოელთა განსაკუთრებული საქმიანობა არასოდეს ყოფილა, მაგალითისთვის XIX საუკუნემდე მარცვლეული კულტურებიდან პირველი ადგილი ფეტვს ეკავა. ყაბარდოელებში მიწათსარგებლობა სათემო იყო. მიწის გადანაწილება ერთი დასახლებული პუნქტის ფარგლებში ყოველწლიურად ხდებოდა. XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან ყაბარდოელებმა უფრო მეტი ყურადღება მიაქციეს მიწათმოქმედებას, რამაც განაპირობა სახვნელსათესი მიწების ფართობების მკვეთრი ზრდა, ფეტვის ხვედრითი წილის შემცირება და ხორბლის, ქერისა და უფრო მეტად სიმინდის ნათესების ფართობების გაზრდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-02. ციტირების თარიღი: 2010-04-18.