წითელი ღვია
იერსახე
წითელი ღვია | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||||
Juniperus oxycedrus (L., 1753) | ||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 42243 | ||||||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||||||
|
წითელი ღვია, ფანქრის ხე (ლათ. Juniperus oxycedrus) — პატარა ხე ან ბუჩქი კვიპაროზისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, გვხვდება კავკასიასა (ძირითადად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში) და ყირიმში. იზრდება მშრალ და კლდოვან ფერდობებზე, ქსეროფიტულ მეჩხერ ტყესა და ბუჩქნარში მთის შუა სარტყელამდე. აქვს მოწითალო, მაგარი, მკვრივი მერქანი, რომელსაც სახარატო და სადურგლო საქმეში, ფანქრის დასამზადებლად იყენებენ. მერქნიდან მიღებულ ზეთს საქონლის სამკურნალოდ ხმარობენ. წიწვი შეიცავს ვიტამინებს და ეთეროვან ზეთს. გამოიყენება მშრალი ადგილების გასამწვანებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ივანიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 319.