შინაარსზე გადასვლა

შავი ღვია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მყრალი ღვია)
შავი ღვია
შავი ღვია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვანნი
კლასი:  წიწვოვანნი
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  კვიპაროზისებრნი
გვარი:  ღვია
სახეობა:  შავი ღვია
ლათინური სახელი
Juniperus foetidissima Willd., 1806
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 42234

შავი ღვია, მყრალი ღვია[1] (ლათ. Juniperus foetidissima) — წიწვოვანი მცენარე კვიპაროზისებრთა ოჯახისა. წარმოადგენენ მარადმწვანე ბუჩქებს ან ხეებს. გავრცელებულია შიდა ქართლსა და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, მცირე აზიას. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელებში, კლდოვანსა და ქვიშა-თიხნარ მშრალ ფერდობებზე; ხშირად ქმნის მეჩხერ ტყეებს საკმლის ხესთან, ქართულ მუხასთან, ბერყენასა და ღვიის სხვა სახეობებთან ერთად. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.

ღერო 6-10 მ-მდე სიმაღლისაა და 30-60 სმ-მდე დიამეტრის, ვარჯი ჩვეულებრივ პირამიდულია ან კონუსისებური, ქერქი რუხია, ახალგაზრდა ტოტებზე მოწითალო-მურა ფერისაა. წიწვები მუქი მწვანეა, 2-5 მმ-მდე სიგრძის. მამრობითი გირჩები კვერცხისებურ-სფეროსებურია. მომწიფებული მდედრობითი გირჩები სფეროსებურია, მოწითალო-შავი ფერის.

  • სუხიტაშვილი კ., საქართველოს მცენარეები, თბ., 2022, გვ. 14
  1. ივანიშვილი მ., ღვია // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 587.