შინაარსზე გადასვლა

The Quarrymen

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქუორიმენი)
The Quarrymen

The Quarrymen-ის გამოსვლა როუზბერი სტრიტზე, ლივერპულში, 1957 წლის 22 ივნისს.[1] (მარცხნიდან მარჯვნივ: ჰენტონი, გრიფითსი, ლენონი, გერი, შოტონი და დეივისი)
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც The Blackjacks, Johnny and the Moondogs
წარმოშობა ლივერპული, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი სკიფლი, ქანთრი, როკ-ენ-როლი
აქტიური 1956 (1956)[2]–1960 (1960), 1997 (1997)–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Apple
წევრები კოლინ ჰენტონი
ლენ გერი
როდ დეივისი
ჯონ ლოუ
ყოფილი წევრები ჯონ ლენონი
ერიკ გრიფითსი
პიტერ შოტონი
ბილ სმითი
აივენ ვონი
ნაიჯელ უელი
პოლ მაკ-კარტნი
ჯორჯ ჰარისონი
კენ ბრაუნი
სტიუარტ სეტკლიფი
საიტი
The Quarrymen ვიკისაწყობში

The Quarrymen — ბრიტანული სკიფლ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1956 წელს ლივერპულში (ინგლისი) ჯონ ლენონის, მისი სკოლის მეგობრის პიტ შოტონისა და ერიკ გრიფიტსის მიერ. თავიდან ჯგუფს ერქვა ”The Blackjacks”, შემდეგ კი შოტონის შეთავაზებით სახელი შეირჩა იმ სკოლის სახელწოდებიდან გამომდინარე, სადაც ისინი სწავლობდნენ - Quarry Bank High School. დიდი წვლილი ჯგუფის შექმნაში შეიტანა ჯულია ლენონმა, ჯონის დედამ, რომელიც ეხმარებოდა ჯგუფის წევრებს ინსტრუმენტების აწყობაში, ასწავლიდა მათ აკორდებს და ასმენინებდა საკუთარი გრამფირფიტების კოლექციას. ისტორიულ დღედ იქცა 1957 წლის 6 ივლისი, როდესაც ეკლესიის ეზოში გამართულ კონცერტზე, სადაც მონაწილეობდა ”Quarrymen”, გიტარით ხელში მივიდა პოლ მაკ-კარტნი. ეს დღე ითვლება აგრეთვე ლეგენდარული ”The Beatles-ის” ისტორიულ დღედაც, რადგან შემდგომში სწორედ ლენონმა და მაკ-კარტნიმ დაუდეს საფუძველი The Beatles-ს ჩამოყალიბებას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Quarrymen&oldid=4204269“-დან