სკიფლი
იერსახე
| სკიფლი | |
|---|---|
| ჟანრობრივი წარმომავლობა | ბლუზი, ხალხური მუსიკა, ჯაზი |
| კულტურული წარმომავლობა | სამხრეთი აშშ |
| დამახასიათებელი ინსტრუმენტები | კაზო - სიგარის ყუთი გიტარა - მუსიკალური ხერხი- გიტარა - ბანჯო |
სკიფლი, skiffle — ხალხური მუსიკის ტიპი, რომელიც შეიცავს ინგლისური და ამერიკული ფოლკ-მუსიკის ელემენტებს. ინსტრუმენტებად ძირითადად გამოიყენება გიტარა და პირის გარმონი. სკიფლის ყველაზე ცნობილ შემსრულებლად ითვლება შოტლანდიელი მომღერალი ენტონი ჯეიმზ „ლონი“ დონეგალი.
თავდაპირველად, სკიფლი აშშ-ში გავრცელდა 1990-იანი წლებიდან. 1950-იან წლებში კი დიდ ბრიტანეთშიც მოიპოვა პოპულარობა. „The Beatles-ის“ ჩამოყალიბებამდე, ჯონ ლენონის პირველი ჯგუფი „The Quarrymen“ სკიფლ-ჯგუფი იყო.
ამ ჟანრის დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ არ მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს მუსიკაში და მუსიკალური საკრავის სამოყვარულო დონეზე ცოდნაც კი საკმარისია, რაც განაპირობებს კიდეც მის უბრალოობასა და პოპულარობას.