ქეთევან ანდრონიკაშვილი
ქეთევან ანდრონიკაშვილი (დ. 1754 — გ. 2 ივნისი, 1782) — გიორგი ბატონიშვილის (შემდგომში ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII) პირველი მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქეთევანი დაიბადა ქიზიყში, მოურავ პაპუნა ანდრონიკაშვილის ოჯახში, დედამისის შესახებ ცნობები არ არსებობს. ცნობილია, რომ ქეთევანს ჰყავდა სამი ძმა — მელქისედეკი, იესე და რევაზი.
ქეთავანი 12 წლის ასაკში გიორგი ბატონიშვილზე გაათხოვეს. წყვილს 12 შვილი შვილი გაუჩნდათ. ქეთევანი თეიმურაზის მშობიარობას გადაჰყვა.
1778 ოქტომბერში შიდა ქართლიდან თბილისში მიმავალ ანდრონიკაშვილს ღართისკართან დაუხვდა ხუთასამდე ლეკი. ქეთევანს თან ახლდა სამასამდე ცხენოსანი — მორიგე ჯარის რაზმი. გულადმა ქალმა თვით იკისრა მცველთა მეთაურობა და სასტიკად დაამარცხა ლეკთა მოთარეშე რაზმი. ერეკლე II ამალით შეეგება თავის რძალს და პატივის ნიშნად აღლუმი გაუმართა. დასაფლავებულია დავითგარეჯაში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქეთევანისა და გიორგის ქორწინებამ თექვსმეტ წელს გასტანა, მათ 12 შვილი გაუჩნდათ[1][2]:
- დავითი (1 ივლისი, 1767 – 25 მაისი, 1819), ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებელი 1800-1801 წლებში.
- იოანე (16 მაისი, 1768 – 15 თებერვალი, 1819), ენცოკლოპედისტი, მწერალი.
- ბარბარე (1769 ან 1770 – 1801), სიმონ-ზოსიმე ანდრონიკაშვილის მეუღლე 1784 წლიდან, ჰყავდა სამი შვილი.
- ლუარსაბი (1771 – 1798-მდე), გარდაიცვალა ახალგაზრდობაში.
- სოფიო (1771 – 28 სექტემბერი, 1840), ლუარსაბ თარხან-მოურავის მეუღლე.
- ნინო (15 აპრილი, 1772 – 30 მაისი, 1847), ოდიშის მთავრის, გრიგოლ დადიანის მეუღლე.
- სალომე (დაახ. 1773 – 3 იანვარი, 1777), იმერეთის მეფის სოლომონ I-სა და მარიამ დადიანის ძის ალექსანდრეს მეუღლე.[3]
- ბაგრატ ბატონიშვილი (8 მაისი, 1776 – 8 მაისი, 1841), მწერალი, ისტორიკოსი, რუსეთის სენატორი.
- რიფსიმე (1779 – 27 მაისი, 1847), დიმიტრი ჩოლოყაშვილის მეუღლე, რუსეთის წმ. ეკატერინეს მცირე ჯვრის ორდენის ბანოვანი.
- სოლომონი (1780 – 1798-მდე), გარდაიცვალა ახალგაზრდობაში.
- გაიანე (27 სექტემბერი, 1780 – 22 ივლისი, 1820), ქსნის თავადის გიორგის მეუღლე 1794 წლიდან.
- თეიმურაზი (23 აპრილი, 1782 – 25 ოქტომბერი, 1846), ისტორიკოსი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როგავა ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 451.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (1980) რედ. Montgomery, Hugh: Burke's Royal Families of the World, Volume 2. London: Burke's Peerage, გვ. 67–68. ISBN 0850110297.
- ↑ (1996) რედ. Dumin, S.V.: Дворянские роды Российской империи. Том 3. Князья (Russian). Moscow: Linkominvest, გვ. 122.
- ↑ (რუსული) Grebelsky, P. Kh., Dumin, S. V., Lapin, V. V. (1993), Дворянские роды Российской империи (Noble families of Russian Empire), vol. 3, p. 90. IPK Vesti.