ფუშუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საოლქო დონის ქალაქი
ფუშუნი
抚顺市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ლიაონინი
შიდა დაყოფა Xinfu District, Fushun, Dongzhou District, Wanghua District, Shuncheng District, Fushun County, Xinbin Manchu Autonomous County და Qingyuan Manchu Autonomous County
კოორდინატები 41°52′52″ ჩ. გ. 123°57′25″ ა. გ. / 41.88111° ჩ. გ. 123.95694° ა. გ. / 41.88111; 123.95694
დაარსდა ძვ. წ. 108
ფართობი 11 272[1] კმ²
მოსახლეობა 2 193 000[1] კაცი (2012)
სიმჭიდროვე 190 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 413
საფოსტო ინდექსი 113000
საავტომობილო კოდი 辽D
ოფიციალური საიტი fushun.gov.cn
ფუშუნი — ჩინეთი
ფუშუნი

ფუშუნი (გამარტივებული ჩინური: 抚顺; ტრადიციული ჩინური: 撫順; ფინინი: Fǔshùn), წარსულში ცნობილი როგორც ფუსი ((撫西)[2] — საოლქო დონის ქალაქი მდებაორეობს ლიაონინის პროვინციაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ის მდებარეობს შენიანის პროვინციის აღმოსავლეთით, რომლის მოსახლეობაც შეადგენს 2 138 090 (2010 წლის მონაცემებით) ადამიანს, ფართობი კი 11 272 კვადრატულ კილომეტრს წარმოადგენს. ქალაქის ურბანული ნაწილს მხოლოდ 714 კვადრატული კილომეტრი უჭირავს. საოლქო დონის ქალაქი მდებარეობს მდინარე ხუნზე („ტალახიანი მდინარე“) და ის ლიაონინის პროვინციის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიული და ეკონომიკური ცენტრია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუშუნის ინდუსტრიული არეალი 1940 წელს

მინის დინასტიის პერიოდში პირველად აშენდა ქალაქი ფუშუნი, რომელსაც გარშემო გალავანი ერტყა (ეს მოხდა 1384 წელს). ფუშუნი წარმოადგენს ჩინური ტერმინის „(抚绥边疆,顺导夷民“ აბრევიატურას, რაც სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც „საზღვრების დასამშვიდებლად, ოთხი ბარბარიანის (ის უცხოტომელები) მეგზურად“.

ძურჩენის (მანჩუს) ლიდერმა, ნურხაციმ მისი შვილიშვილი (მისი ვაჟის, ანათაის ქალიშვილი) დააქორწინა მინის დინასტიის გენერალ ლი იონგფანგზე მას შემდეგ, რაც ლიმ ქალაქი ფუშუნი ალყაში მოაქცია (1618 წელი)[3]:148[4]:79[5]:13 ლის შთამომავლებს შემდომში „მესამე დონის ვისკონტის“ (ჩინ.: 三等子爵, ფინინი: sān děng zǐjué) ტიტული მიენიჭა..[6]

ფუშუნი დანგრეული იყო ერთ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში ცინის დინასტიის არსებობის დასაწყისში. 1783 წელს ძველი ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით ახალი გალავანშემორტყმული ქალაქი გაშენდა. 1908 წელს, ფუშუნი გახდა სინგრენის რაიონის () ცენტრი. მოგვიანებით ტერიტორიას სახელი გადაერქვა და ფუშუნის რაიონი (მაზრა) გახდა. 1905 წლამდე ფუშუნი ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ, 1945 წლამდე კი იაპონიის მიერ. რუსეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ იაპონელებთან, ხელი მოეწერა პორტსმაუთის ხელშეკრულებას. შედეგად სამხრეთ მანჯურიის ტერიტორია (ჩანჩუნიდან ლიუიშუნამდე) იაპონიის შემადგენლობაში გადავიდა. მოგვიანებით ფუშუნში განვითარდა ნახშირის მომპოვებელი ინდუსტრია. იაპონიის დაქვემდებარებაში ქალაქი 30 წლის განმავლობაში იყო, რა პერიოდშიც ის მეტად ინდუსტრიალიზებული გახდა. ქალაქის სტატუსი დასახლებას 1937 წელს მიენიჭა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუშუნის მოსახლეობა 2.14 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 1.34 მილიონი ქალაქის ურბანულ ნაწილში (მეტრო არეალი) ცხოვრობს. საოლქო დონის ქალაქი ამჟამად შედის შენიან-ფუშუნის აგლომერაციაში (ეს მოიცავს ფუშუნისა და შენიანის ურბანულ ნაწილებსა და გარეუბნებს). ამ აგლომერაციის მოსახლეობამ 2010 წელს 6 756 379 ადამიანი შეადგინა. ამის გამო ოშენიან-ფუშუნი ჩინეთის ურბანული ნაწილების სიაში სიდიდით მერვე ადგილს იკავებს: მარგალიტის მდინარის დელტის (გუანჯოუს, შენჯენის, ტუნგკუანის, ფოშანის, ძიანგმენის, ჭუნგშანისა და ხუეიჭოუს აგლომერაცია), შანხაი-სუჭოუს, პეკინის, ტიანძინის, ხანგჭოუ-შაოსინის, უხანისა და ნანკინის შემდეგ.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუშუნის ზეთის ქარხანა 1963 წელს

ფუშუნი მაღალურბანიზებული ქალაქია, რომელსაც ზედმეტსახელად „სპილენძის ქალაქს“ უწოდებენ. ქალაქი განვითარებულია, როგორც ერთ-ერთი მთავარი ცენტრი საწვავის, ენერგეტიკისა და ნედლეულის დამუშავებისა და წარმოების მხრივ. ქალაქი ასევე არის ტექსტილისა და ელექტონული მოწყობილობების წარმოების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი. საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის ღია ტიპის კარიერი, West Open Mine, რომელიც ქალაქის ურბანული ნაწილის სამხრეთით მდებარეობს.[7]

ფუშუნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 54.27 მილიარდი ჩინური იუანი შეადგინა (ლიაონინის პროვინციის 58 ქალაქსა და რაიონს შორის მე-4 მაჩვენებელი). მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე, ამავე წელს, 40 391 იუანი იყო.[8]

რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუშუნი მდიდარია ხე-ტყით, ფიქალი ზეთით, რკინით, მაგნიუმით, სპილენძით, ოქროთი, ტიტანით, მარმარილოსა და მერგელის რესურსებით.

ფუშუნი ცნობილია, როგორც „სპილენძის დედაქალაქი“. მთავარი სპილენძისა და ზეთის მომპოვებელი კომპანია არის Fushun Mining Group, რომელმაც დაახლოებით 6 მილიონი ტონა სპილენძი მოიპოვა 2001 წელს.[9][10] აღნიშნული კომპანია ასევე მოიპოვებს ქვანახშირს მეთანს, რომლის მთლიანი რესურსი 3.55 მილიარდ კუბურ მეტრს წარმოადგენს.[10]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 (2019) China Urban Construction Statistical Yearbook 2017. Beijing: China Statistics Press, გვ. 50. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი 2021.  დაარქივებული 18 June 2019[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  2. 来源:遼寧省档案館. (2012-11-26) zh:清代撫順為什麼又叫撫西? zh. 東北新聞網>遼寧頻道>遼寧档案. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-08. ციტირების თარიღი: 2021-11-25.
  3. Walthall, Anne (2008). Servants of the Dynasty: Palace Women in World History. University of California Press. ISBN 9780520254442. 
  4. Wakeman, Frederic (1977). Fall of Imperial China. Simon & Schuster. ISBN 9780029336809. 
  5. Swope, Kenneth M (2014). The Military Collapse of China's Ming Dynasty, 1618-44. Routledge. ISBN 9781134462094. 
  6. Evelyn S. Rawski (15 November 1998). The Last Emperors: A Social History of Qing Imperial Institutions. University of California Press, გვ. 72–. ISBN 978-0-520-92679-0. 
  7. Yifu Dong (October 6, 2015). „Coal, Which Built a Chinese City, Now Threatens to Bury It“. The New York Times. ციტირების თარიღი: 7 October 2015.
  8. (2009) Liaoning Statistical Yearbook. []. 
  9. Qian, Jialin; Wang, Jianqiu; Li, Shuyuan (2003). „Oil Shale Development in China“ (PDF). Oil Shale. A Scientific-Technical Journal. Estonian Academy Publishers. 20 (3): 356–359. ციტირების თარიღი: 2008-12-14.
  10. 10.0 10.1 „Investment Opportunities in Coal Mine Methane Projects in Fushun Mining Area“ (PDF). United States Environmental Protection Agency. October 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2012-10-22. ციტირების თარიღი: 2008-12-14. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  11. Overview of China-Philippines Bilateral Relations. ციტირების თარიღი: 2020-08-10