ფიულანე ხათუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფულანე ხათუნი)
Jump to navigation Jump to search
ფიულანე ხათუნი
მშობ. სახელი Fülane Hatun
დაბ. თარიღი 1496
გარდ. თარიღი 1550
სტამბოლი
მეუღლე(ები) სულეიმან I
შვილ(ებ)ი შეჰზადე მაჰმუდი

ფიულანე ხათუნი (დ. 1496 — გ. 1550[1]) — ოსმალეთის სულთნის სულეიმან I-ის პირველი ხარჭა. შეჰზადე მაჰმუდის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიულანე ხათუნის ზუსტი წარმოშობა უცნობია. სულეიმანის ჰარემში მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის სარუჰანის სანჯაყ-ბეი იყო. 1512 წელს სულეიმანს და ფიულანეს შეეძინათ ვაჟი, შეჰზადე მაჰმუდი.[2] მაჰიდევრან სულთნის ჰარემში მოსვლის შემდეგ, ფიულანე აღარ იყო სულეიმანის ფავორიტი ხარჭა. უფრო მეტიც, სულეიმანმა თავის მემკვიდრედ შეჰზადე მუსტაფა გამოაცხადა, რომელიც მაჰიდევრანისგან შეეძინა.

1521 წლის 19 ოქტომბერს შეჰზადე მაჰმუდი ყვავილის ეპიდემიით გარდაიცვალა.[3] ფიულანე ხათუნი ძველ სასახლეში გაგზავნეს, სადაც გაატარა უკანასკნელი დღეები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gabriele Mandel Storia dell'harem. — Rusconi, 1992. — ISBN 8818880322, 9788818880328
  2. M. Çağatay Uluçay Padişahların Kadınları ve Kızları. — 1985. — გვ. 39.
  3. Uzunçarşılı, İsmail Hakkı Osmanlı Tarihi. — Ankara: 1983 ტომი: II. — გვ. 401. — ISBN 975-16-0012-X