ფრინველშტერი[1] (ლათ.Fulmarus glacialis) — ოკეანის ფრინველიქარიშხალასებრთაოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 45–50 სმ, მასა 1 კგ-მდე, ფრთის შლილი 102–112 სმ. დედალ-მამალი ერთნაირადაა შეფერილი; არსებობს ფერითი მორფები. ღია მორფას თავი, კისერი და სხეულის ქვედა მხარე თეთრი აქვს, დანარჩენი შებუმბვლა ღია რუხია; შუალედურ და მუქ მორფებს თეთრი ფერი რუხით აქვთ ჩანაცვლებული სხვადასხვა ინტენსივობით, დანარჩენი ნაწილები მუქი ან მურა-რუხია. ბინადრობს არქტიკისა და წყნარი და ატლანტის ოკეანეების ბორეალური ზონების კლდოვან კუნძულებსა და მატერიკულ სანაპიროებზე. გამრავლების პერიოდში კვების ადგილებში ათასობით ფრინველშტერი იყრის თავს. დანარჩენ დროს ხშირად მარტოდ, წყვილებად ან მცირე გუნდებად ცხოვრობს. ჩინებულად ფრენს შტორმშიც, ახასიათებს დინამიური ლივლივი. კარგად ცურავს, ყვინთავს 4 მეტრამდე სიღრმეზე. უპირატესად იკვებება კიბოსნაირებით, თავფეხიანებით, თევზით, ზღვის სარეწების ნარჩენებითა და ლეშით. გამრავლებას 6–12 წლის ასაკში იწყებს. მონოგამი ფრინველია. საბუდარი ორმო საფენის გარეშეა; დედალი 1 კვერცხს დებს. ინკუბაცია 49–53 დღე გრძელდება; ბარტყებს ორივე მშობელი კვებავს. ანტარქტიკულ ზონაში ბინადრობს გვარის მეორე წარმომადგენელი — ანტარქტიკული ფრინველშტერი (F. glacialoides).