ფრანგულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტი
ფრანგულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტი | |
---|---|
დაფუძნდა | 2016 |
ტიპი | უნივერსიტეტი |
სტუდენტი | 538 |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
http://ufaz.az |
ფრანგულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტი (აზერ. Azərbaycan-Fransız Universiteti, ფრანგ. L'Université franco-azerbaïdjanaise) ― უნივერსიტეტი ბაქოში. შეიქმნა 2016 წელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ინიციატივით, როგორც სტრასბურგის უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის 12 მაისს, აზერბაიჯანში საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ვიზიტის დროს, აზერბაიჯანისა და საფრანგეთის განათლების მინისტრებმა ხელი მოაწერეს განზრახვის წერილს, რომელიც საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის საგანმანათლებლო კავშირების გასაძლიერებლად უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაზე აკეთებდა აქცენტს.
ორი ქვეყნის განათლების მინისტრებმა კიდევ ერთ განზრახვის წერილს მოაწერეს ხელი 2015 წლის 25 აპრილს, აზერბაიჯანში ფრანსუა ოლანდის მეორე ვიზიტის დროს.[1] იმავე წლის 15 მაისს, თანამშრომლობის შესახებ წინადადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაამტკიცა N 1242-ე ბრძანებით, ხოლო 2016 წლის 9 ივნისს ილჰამ ალიევმა ფრანგულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტის პროექტის განხორციელების შესახებ ბრძანებას მაოწერა ხელი.[2]
2016 წლის 15 სექტემბერს, ფრანგულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტის ინაუგურაციის ცერემონიას აზერბაიჯანის განათლების მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი და აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩი აურელია ბუჩე დაესწნენ. ფრანგულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტის პირველი სასწავლო წელი აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ შენობაში მიმდინარეობდა.
2017 წლის 11 იანვარს უნივერსიტეტს ფრანკოფონიის სახელმწიფო მდივანი, ჟან-მარი ლე გენი ეწვია. მას აზერბაიჯანის განათლების მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა და სტრასბურგის უნივერსიტეტისა და რენის I უნივერსიტეტის პრეზიდენტებმა უმასპინძლეს.
უნივერსიტეტი ნიზამის ქუჩის 183 ნომერში, ისტორიულ შენობაშია განლაგებული, რომელიც მთლიანად განაახლა აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ. მისი ინაუგურაცია 2017 წლის 15 სექტემბერს შედგა, რომელსაც აზერბაიჯანის განათლების მინისტრი, აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მუსტაფა ბაბანლი, აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩი, სტრასბურგის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სტრასბურგის უნივერსიტეტის ქიმიის კვლევების ფონდის პრეზიდენტიც დაესწრნენ.[3]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანგულ-აზერბაიჯანულ უნივერსიტეტში მოსახვედრად აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საგამოცდო ცენტრის მიერ დაწესებული ეროვნულ გამოცდების ჩაბარებაა აუცილებელი. აბიტურიენტებს 700-დან 500 და მეტი ქულის მიღების შემთხვევაში შეუძლიათ საუნივერსიტეტო გამოცდისთვის დარეგისტრირდნენ, რომელიც ყოველი წლის ივლისში, ბაქოში იმართება სტრასბურგის უნივერსიტეტის მიერ.[4]
უნივერსიტეტში სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. აკადემიური სასწავლო მასალა სტრასბურგის უნივერსიტეტის, ხოლო ნავთობისა და გაზის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის შემთხვევაში, რენის I უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო მასალის შესაბამისია.
საფრანგეთის 3 წლიან საბაკალავრო პროგრამებთან აზერბაიჯანული 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამების შესაბამისობის მიზნით, ფრანგულ-აზერბაიჯანულ უნივერსიტეტში პირველი წელი დაწყებითი წელია.[5] აკადემიური პერსონალი აზერბაიჯანელი და ფრანგი პროფესორებისგან შედგება.[6] უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები აზერბაიჯანულ (აზერბაიჯანს ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ფრანგულ (სტრასბურგის უნივერსიტეტი და რენის I უნივერსიტეტი) ეროვნულ დიპლომებს იღებენ.[7]
უნივერსიტეტში 4 საბაკალავრო პროგრამა ფუნქციონირებს: ქიმიური ინჟინერია,[8] გეოფიზიკური ინჟინერია,[9] კომპიუტერული მეცნიერება[10] და ნავთობისა და გაზის ინჟინერია.[11]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Azərbaycan-Fransız Universitetinə dair Niyyət Məktubu imzalanıb President.az
- ↑ "Azərbaycan Respublikasının təhsil naziri ilə Fransa Respublikasının milli təhsil, ali təhsil və tədqiqat naziri arasında Azərbaycan-Fransız Universitetinə dair Niyyət Məktubunun təsdiq edilməsi haqqında" დაარქივებული 2020-06-21 საიტზე Wayback Machine. Azərbaycan Respublikası Prezidentinin 22 may 2015-ci il tarixli, 1242 nömrəli Sərəncamı. E-qanun.az
- ↑ Открылось новое здание Азербайджано-французского университета.
- ↑ Admission for Bachelor's degree en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-04. ციტირების თარიღი: 2020-04-04
- ↑ Foundation Year Program en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-04. ციტირების თარიღი: 2020-04-04
- ↑ Core Faculty en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-19. ციტირების თარიღი: 2020-04-04
- ↑ Why UFAZ? en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-03. ციტირების თარიღი: 2020-04-04
- ↑ BSc. Of Chemical Engineering en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-03. ციტირების თარიღი: 2020-04-04
- ↑ BSc. Of Geosciences Engineering en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-03. ციტირების თარიღი: 2020-04-04
- ↑ BSc. Of Computer Science en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-03. ციტირების თარიღი: 2020-04-04
- ↑ BSc. Of Oil and Gas Engineering en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-03. ციტირების თარიღი: 2020-04-04