შინაარსზე გადასვლა

სოლომონის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაძრის გეგმის მხატვრული აღწერა (კრისტიან ვან ადრიხემის ნახაზი, 1584).

სოლომონის ტაძარი (ებრ.: בית המקדש, ბეით ჰამიკდაშ), ასევე პირველი ტაძარი, ბიბლიურად პირველი ებრაული ტაძარი იერუსალიმში. ტაძარი ლოცვებისა და მსხვერპლშერწირვის უმთავრესი ადგილის დანიშნულებას ასრულებდა. ტაძრის მშენებლობა დასრულდა ძვ. წ. X საუკუნეში; ბაბილონელებმა გაანადგურეს ძვ. წ. 586 წელს.

თუმცა იერუსალიმი კარგი სტრატეგიული მდებარეობით არ გამოირჩეოდა, მან მაინც გაითქვა სახელი, რადგან ღმერთმა აქ თავისი სახელი დაავანა. ის ღვთის ხალხის რელიგიური და ადმინისტრაციული ცენტრი იყო. იერუსალიმი იუდეის ცენტრალურ მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის „ლამაზი მაღლობია“ და ‘იქ ადიან’ ღვთის თაყვანისმცემელნი . ძველ იერუსალიმს დასავლეთითა და სამხრეთით ჰინომის ველი ერტყა, აღმოსავლეთით კი — კედრონის ხევი. კედრონის ხევში არსებული გიხონის წყარო და სამხრეთით მდებარე ენ-როგელი ქალაქს სასმელი წყლით ამარაგებდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მტრის შემოსევის დროს .

სოლომონის ტაძარი, რომელიც ოქროთი და ძვირფასი ქვებით იყო მორთული, ოდესმე აგებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენობა იყო. მნიშვნელოვანია, რომ ტაძრის სამშენებლო გეგმა თავად სოლომონისგან მომდინარეობდა. ტაძრის გვერდით უზარმაზარი ეზოები და ადმინისტრაციული შენობები იყო განლაგებული.

მისი მშენებლობა, რომელზეც 180000-ზე მეტი კაცი მუშაობდა, შვიდწელიწად-ნახევარს გაგრძელდა და ძვ. წ. 1027 წელს დასრულდა (1მფ. 5:13—16; 6:1, 38). კარვის მსგავსად ტაძარიც „ჭეშმარიტ კარავს“, ღმერთის სულიერ ტაძარს განასახიერებდა.

ტაძრისა და შიდა ეზოს გეგმა (მარცხნივ). ტაძრის შიდა ხედი (ქვემოთ) წარმოდგენას გვიქმნის ამ დიდებული ნაგებობის სილამაზეზე. ტაძრის კედლები შიგნიდან კედრის ხით იყო მოპირკეთებული და მათზე ქერუბიმები, პალმები და ყვავილები იყო ამოკვეთილი. ჭერი და კედლები ოქროთი იყო მოვარაყებული და ძვირფასი ქვებით მორთული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]