ფინიკიური დამწერლობა
ფინიკიური დამწერლობა | ||
---|---|---|
ტიპი: | კონსონანტური | |
ენები: | ფინიკიური | |
დროის პერიოდი: | ძვ. წ. 1050-დან თანდათანობით მას მისგან წარმოქმნილი დამწერლობები ჩაენაცვლა | |
წინამორბედი დამწერლობები: | ქანაანური დამწერლობა ფინიკიური დამწერლობა ფინიკიური დამწერლობა | |
წარმოებული დამწერლობები: | ებრაული დამწერლობა არამეული დამწერლობა ბერძნული დამწერლობა |

ფინიკიური დამწერლობა — ყველაზე ძველი ანბანური ტიპის დამწერლობა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ფინიკიურ დამწერლობაში 22 ასოა და მათგან არცერთია ხმოვანი. მას თანდათან მისგან ნაწარმოები ანბანები ენაცვლებოდა: ახლო აღმოსავლეთში — სემიტური დამწერლობები (არაბული, ებრაული, არამეული). ევროპაში კი ბერძნული და მისგან ნაწარმოები დამწერლობები.
ალეფ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეფ სიმბოლურად გამოხატავს ხარის თავს. სიტყვა ალეფ ნიშნავს საქონელს. ქართული შესატყვისი: - ა
ბეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთ სიმბოლურად გამოხატავს სახლს. სიტყვა ბეთ ნიშნავს სახლს. ქართული შესატყვისი: ბ
გიმელ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიმელ სიმბოლურად გამოხატავს აქლემის კუზს. სიტყვა გამელ ნიშნავს აქლემს. ქართული შესატყვისი: გ
დალეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დალეთ სიმბოლურად გამოხატავს კარვის ან ქოხის კარს. ქართული შესატყვისი: დ
ჰე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰე სიმბოლურად გამოხატავს ტკივილს. ქართული შესატყვისი: ე

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: