ფიდან ჰაჯიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფიდან ჰაჯიევა
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 7 სექტემბერი, 1976(1976-09-07) (47 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
საიტი fidanhaciyeva.com

ფიდან ჰაჯი აღა ქიზი ჰაჯიევა/ნეილორი (აზერ. Fidan Hacı Ağa qızı Hacıyeva/Neylor; დ. 7 სექტემბერი, 1976, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ოპერის მომღერალი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი, მეცო-სოპრანო, აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიდნ ჰაჯიაგა ფიზი ჰაჯიევა დაიბადა 1976 წლის 7 სექტემბერს, ბაქოში (აზერბაიჯანში). 1984 წელს ჩაირიცხა ბულბულის საშუალო მუსიკალური სკოლის ფორტეპიანოს კლასში. 1994 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი ჩაირიცხა ბაქოს მუსიკალური აკადემიის (შემდგომში ეწოდა უზეირ ჰაჯიბეკოვის სახელი), ვოკალის ფაკულტეტზე; აქ იგი პროფესორ ჰუსეინ ალიევის სტუდენტი გახდა. 1998 წელს მან ვოკალური ხელოვნების მასტერკლასები მიიღო რუსეთის ფედერაციის მსოფლიოში ცნობილი სახალხო შემსრულებლის, ირინა არხიპოვასგან.[1]

2003 წელს, ინგლისში, ფიდან ჰაჯიევი ფილიპ ნეილორზე დაქორწინდა; მათ ჰყავთ ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წლიდან ფიდან ჰაჯიევა წამყვანი ვოკალისტია აზერბაიჯანის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში, ასრულებს ეროვნულ და კლასიკურ წამყვან საოპერო როლებს.[1]

იგი ჟორჟ ბიზეს ოპერა კარმენში კარმენის როლის შესრულებით, გახდა მისი ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებლის ტიტულის მფლობელი. წამყვანი როლი აქვს შესრულებული ვერდის შემდეგ ოპერებში: ამნერისი აიდაში, აზუჩენა ტუბადურში, მადალენა რიგელიტოში და ფლორა ლა ტრავიატაში.[1]

2015 წელს, სახელწოდებით Bir bahar akhshami, კონცერტი გამართა ჰეიდარ ალიევ სარაიში, ბაქოში.[1]

2015 წელს, ფიდან ჰაჯიევამ პირველად შეასრულა აზერბაიჯანელი გამოურჩეული კომპოზიტორის, უზეირ ჰაჯიბეკოვის ოპერეტა Arshin Mal Alan-ში წამყვანი (გულჩოხრას) როლი.

2016 წელს ფიდანმა საკუთარი ოცნება, საკუთარი მუსიკალური ცენტრის გახსნა, რეალობად აქცია.[1]

2016 წლის 15 სექტემბერს, ფიდან ჰაჯიევამ და ასალგარ ალიევმა წარმოადგინეს დუეტი Veli and Telli. მანამდე, ამავე წლის ზაფხულში, დუეტმა შექმნა კლიპი, რომელშიც ისინი სამ ენაზე მღეროდნენ: აზერბაიჯანული, რუსული და ინგლისური.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ფიდანს მიენიჭა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი“-ს ტიტული; ამავედროულად მიენიჭა პრეზიდენტის სტიპენდიაც.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებით, 2015 წლის მარტში ფიდან ჰაჯიევას მიენიჭა ტიტული „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი“ კულტურის სფეროში ნაყოფიერი საქმიანობისთვის; ტიტული მან ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს მიიღო.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Fidan Hajiyeva. ციტირების თარიღი: 23 May 2019.
  2. Fidan Hajiyeva awarded with the title of „People's Artist“ - FULL LIST (5 March 2015). ციტირების თარიღი: 23 May 2019.