ირინა არხიპოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Stamp of Russia 2012 No 1603 Irina Arkhipova.jpg

ირინა კონსტანტინეს ასული არხიპოვა (რუს. Ирина Константиновна Архипова) (დ. 2 დეკემბერი, 1925, მოსკოვი — გ. 11 თებერვალი, 2010, იქვე) — რუსი მომღერალი (მეცო-სოპრანო), სსრკ სახალხო არტისტი (1926), სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს VI მოწვევის დეპუტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი (1948) და მოსკოვის კონსერვატორია (1953). არხიპოვას დებიუტი შედგა სვერდლოვსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1956 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. აქვს ძლიერი ხმა, გამოირჩევა დახვეწილი ოსტატობითა და არტისტიზმით. არხიპოვას რეპერტუარიდან აღსანიშნავია მარინა მნიშეიკის (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), ამნერისის (ვერდის „აიდა“), კარმენის (ბიზეს „კარმენი“) და სხვა პარტიები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]