ფედჩენკოს მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფედჩენკოს მყინვარი
რუს. Ледник Федченко
ფედჩენკოს მყინვარი
ფედჩენკოს მყინვარი
კოორდინატები: 38°46′02″ ჩ. გ. 72°16′59″ ა. გ. / 38.76722° ჩ. გ. 72.28306° ა. გ. / 38.76722; 72.28306
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ქედი პამირი
ფართობი 700 კმ²
სიგრძე 77 კმ
ტიპი ხეობური
ფედჩენკოს მყინვარი — ტაჯიკეთი
ფედჩენკოს მყინვარი

ფედჩენკოს მყინვარი (რუს. Ледник Федченко) — პამირის უდიდესი მყინვარი. განლაგებულია ცენტრალური ტაჯიკეთის ტერიტორიაზე. მთა-ხეობის ტიპისაა. სათავე აქვს იაზგულემის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დამოუკიდებლობის, 26 კომისრისა და პარიზის კომუნის პიკების მთისძირზე, ეშვება მეცნიერებათა აკადემიის ქედის აღმოსავლეთი კოლთის გასწვრივ და იერთებს 45-მდე მყინვარს.[1]

მყინვარის ფართობია 700 კმ². ევრაზიის მყინვარებს შორის იგი ჩამორჩება მხოლოდ სიაჩენისა და ბალტოროს მყინვარებს. მყინვარი იწყება ცირკში, ზღვის დონიდან 6200 მ სიმაღლეზე. გადაჭიმულია 77 კმ-ზე, სიგანე 2600 მ. ყინულის სისქე შუა ნაწილში 1000 მ-მდეა. ყინულის მოძრაობის სიჩქარე 66,8 სმ/დღ-ღ-მდე. გააჩნია არაერთი დიდი შენაკადი. მყინვარის ზემო ნაწილი მდებარეობს ზღვის დონიდან 6280 მ-ზე, ხოლო ენა ეშვება 2900 მ სიმაღლემდე. თოვლის მიჯნა გადის 4650 მ-ზე. ფედჩენკოს მყინვარზე კარგად არის გამოსახული შუა და გვერდითი მორენები. მყინვარიდან გამოდის მდინარე სელდარა.

სახელი ეწოდა შუა აზიის მკვლევრის ალექსი ფედჩენკოს პატივსაცემად.

მყინვარის ქვედა ნაწილი გახსნეს 1878 წელს (ვასილი ოშანინი). შუა და ზედა ნაწილი გახსნეს პამირის ექსპედიციის დროს 1928 წელს. მყინვარისა და მისი შემოგარენის პირველი რუკა შეადგინა ტოპოგრაფმა დოროფეევმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]