ბალტოროს მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალტოროს მყინვარი
ბალტოროს მყინვარი
ბალტოროს მყინვარი
კოორდინატები: 35°44′11″ ჩ. გ. 76°22′51″ ა. გ. / 35.73639° ჩ. გ. 76.38083° ა. გ. / 35.73639; 76.38083
ქვეყანა პაკისტანის დროშა პაკისტანი
ქედი ყარაყორუმი
ფართობი 750 კმ²
სიგრძე 62 კმ
ბალტოროს მყინვარი — პაკისტანი
ბალტოროს მყინვარი

ბალტოროს მყინვარი — ერთ-ერთი უდიდესი მყინვარი დედამიწაზე პოლარული ტერიტორიების გარეთ. მდებარეობს პაკისტანში. მისი სიგრძე შეადგენს 62 კმ-ს. ფართობი კი — 750 კმ²-ს. ფირნის ველის ხაზის საზღვარი გადის 5100 მ-ზე. იგი მდებარეობს ცენტრალურ ყარაყორუმში, ბალტორო-მუზტაგისა (ჩრდილოეთით) და მაშერბრუმის (სამხრეთით) ქედებს შორის. იგი წარმოადგენს მთავარ მისასვლელ გზას ყარაყორუმის თითქმის ყველა უმაღლეს მწვერვალამდე.

ბალტოროს მყინვარის სიგრძე 62 კმ. იანგარიშება მის შენაკადთან ერთად, რომელსაც ეწოდება სამხრეთი გაშერბრუმი. ის სათავეს იღებს 7200 სიმაღლის პლატოზე, გაშერბრუმ III (7946 მ.) და გაშერბრუმ IV (7932 მ.) მწვერვალებს შორის. გაშერბრუმ IV-ის დასავლეთით, ბალტოროს მყინვარს, დაახლოებით 4600-4650 სიმაღლეზე, უერთდება მსხვილი შენაკადი გოდვინ ოსტენი (Godwin-Austen Glacier). მათი შეერთების შედეგად წარმოქმნილ ფართო და სწორ სივრცეს უწოდებენ კონკორდიას (Concordia). კონკორდიას ქვემოთ მყინვარი მიედინება თითქმის მკაცრად დასავლეთით და მთავრდება 3400 სიმაღლეზე. ის სათავეს აძლევს მდინარე შიგარს, რომელიც წარმოადგენს მდინარე ინდის შენაკადს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]