სიაჩენი
იერსახე
სიაჩენის მყინვარის სქემა | |
კოორდინატები: 35°05′00″ ჩ. გ. 77°00′00″ ა. გ. / 35.08333° ჩ. გ. 77.00000° ა. გ. | |
ქვეყანა | ინდოეთი |
ტერიტორიული ერთეული | ლადაქი |
ქედი | ყარაყორუმი |
ფართობი | 750 კმ² |
სიგრძე | 76 კმ |
მდგომარეობა | პულსაციური |
სიაჩენი (ჰინ. सियाचीन) — მყინვარი ინდოეთში. უდიდესია ყარაყორუმის მთებში. მდებარეობს მდინარე შაიოკის მარჯვენა შენაკადის — ნუბრის სათავეში. დენდრიტულ-ხეობური ტიპისაა. სიგრძე 76 კმ, ფართობი 750 კმ².[1] ეშვება კონდუსის ქედის აღმოსავლეთი კალთიდან, ზღვის დონიდან დაახლოებით 7000 მ სიმაღლიდან. მიემართება აღმოსავლური მიმართულებით, დიდ მანძილზე დაფარულია ნატეხი ქანებით. ფირნის ველის ხაზი გადის ზღვის დონიდან 5300 მ-ზე. მთავრდება 3550 მ სიმაღლეზე. გამოხატულია არანაკლებ 12 შუა მორენა.[2] 1848 წლიდან 1909 წლამდე სიაჩენი წინ იწევდა. განაახლა წინსვლა გასული საუკუნის 1950-იან წლებში. XXI საუკუნის დასაწყისიდან სიაჩენი სტაბილურია.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Войтковский К.Ф. Основы гляциологии. М.: Наука, 1999. — 256 с.
- ↑ Siachen Glacier | Encyclopedia Britannica
- ↑ Сиачен | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-07. ციტირების თარიღი: 2020-06-06.