მეცნიერებათა აკადემიის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მეცნიერებათა აკადემიის ქედი
ისმაილ სამანის პიკი
ისმაილ სამანის პიკი
კოორდინატები: 38°55′ ჩ. გ. 72°01′ ა. გ. / 38.917° ჩ. გ. 72.017° ა. გ. / 38.917; 72.017
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
უმაღლესი წერტილი ისმაილ სამანის პიკი
სიმაღლე 7495 
სიგრძე 110 კმ
მეცნიერებათა აკადემიის ქედი — ტაჯიკეთი
მეცნიერებათა აკადემიის ქედი

მეცნიერებათა აკადემიის ქედი (ტაჯ. Қаторкуҳи Академияи Фанҳо) — ქედი ტაჯიკეთში, დასავლეთ პამირში. გადაჭიმულია მერიდიანული მიმართულებით თითქმის 110 კმ-ზე; ჩრდილოეთ ნაწილს ეწოდება ალთინმაზარის მთები. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 7495 მ (ისმაილ სამანის პიკი). მაღალია აგრეთვე კორჟენევსკაიას პიკი (7105 მ). 20-ზე მეტი მწვერვალის სიმაღლე 6000 მ-ს აღემატება.[1] აღსანიშნავია მწვერვალები: ღარმოს პიკი (6595 მ), როსია (6875 მ), სენტ-ეგზიუპერის პიკი (6026 მ) და სხვა. ჭარბობს ალპური ფორმის მაღალმთიანი რელიეფი, გვხვდება თანამედროვე დიდი მყინვარები, მათ შორის: ფედჩენკოს მყინვარი, ღარმოს მყინვარი, გეოგრაფიული საზოგადოების მყინვარი და სხვა.[2] გამყინვარების საერთო ფართობია 650 კმ². დამახასიათებელია მაღალმთიანი გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები. აღმოაჩინა გეოგრაფმა ნიკოლაი კორჟენევსკიმ 1927 წელს და ეწოდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პატივსაცემად.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]