დამოუკიდებლობის პიკი
იერსახე
დამოუკიდებლობის პიკი | |
---|---|
კოორდინატები: 38°30′36″ ჩ. გ. 72°21′15″ ა. გ. / 38.51000° ჩ. გ. 72.35417° ა. გ. | |
ქვეყანა | ტაჯიკეთი |
სიმაღლე | 6940 მ |
ქედი | იაზგულემის ქედი |
პირველი ასვლა | 1954 |
დამოუკიდებლობის პიკი (ტაჯ. Қуллаи Истиқлол) — მწვერვალი ტაჯიკეთში, მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქის ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს პამირში, იაზგულემის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, სიმაღლე 6940 მ.[1]
დაფარულია თოვლითა და ყინულით. სიმაღლით პამირის მწვერვალებს შორის მე-4 ადგილზეა. მწვერვალის ძირში მდებარეობს გრუმ-გრჟიმაილოს მყინვარი. ჩრდილო-დასავლეთი კალთა მიმართულია ფედჩენკოს მყინვარისაკენ, ხოლო სამხრეთი ციცაბოდ ეშვება მდინარე ბართანგის ხეობისაკენ.[2]
დამოუკიდებლობის პიკი აღმოაჩინა საბჭოთა-გერმანულმა ექსპედიციამ 1928 წელს და უწოდა დრაიშპიცი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მწვერვალს უწოდეს რევოლუციის პიკი, ხოლო 2006 წლის ივლისში — დამოუკიდებლობის პიკი. 1954 წელს მწვერვალზე მოეწყო პირველი ასვლა ალპინისტ ალექსი უგაროვის ხელმძღვანელობით.[3]