უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონი (კამერუნი)
იერსახე
| რეგიონი | |
|---|---|
|
უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონი ინგლ. Far North Region ფრანგ. Région de l’Extrême-Nord | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | მარუა |
| შიდა დაყოფა | Diamaré, Logone-et-Chari, Mayo Danay, Mayo-Kani, Mayo-Sava და Mayo Tsanaga |
| კოორდინატები | 10°35′41″ ჩ. გ. 14°19′34″ ა. გ. / 10.59472° ჩ. გ. 14.32611° ა. გ. |
| დაარსდა | 1983 |
| ფართობი | 34 263 კმ² |
| მოსახლეობა | 3 945 168[1][2][3][4] კაცი (2005) |
| სიმჭიდროვე | 115,14 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
|
| |
უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონი (ინგლ. Far North Region, ფრანგ. Région de l’Extrême-Nord) — ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე რეგიონი კამერუნში. სამხრეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთის რეგიონს, აღმოსავლეთიდან ჩადს და დასავლეთიდან ნიგერიას. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მარუა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონში ცხოვრობს 50-ზე მეტი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, მათ შორის ბაგარები, ფულბე (მოსახლეობის უდიდესი ნაწილი) და ჩადის ენაზე მოლაპარაკე ხალხი. სხვადასხვა ერებს შორის ერთმანეთში სასაუბრო ენაა — ფულანი, განათლებულ მოსახლეობას შორის ასევე გავრცელებულია ფრანგული ენა. მოსახლეობის რელიგიური აღმსარებლობაა ისლამი, ქრისტიანობა და ტრადიციული აფრიკული სარწმუნოება.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი იყოფა 6 დეპარტამენტად:
| რუკა | დეპარტამენტის სახელი (ქართ.) | დეპარტამენტის სახელი (ფრანგ.) | ფართობი, კმ² |
ადმინისტრაციული ცენტრი |
|---|---|---|---|---|
| დიამარე | Diamaré | 4665 | მარუა
(Maroua) | |
| ლოგონე და შარი | Logone-et-Chari | 12 133 | კუსერი
(Kousséri) | |
| მაიო-დანაი | Mayo-Danay | 5303 | იაგუა
(Yagoua) | |
| მაიო-კანი | Mayo-Kani | 5033 | კაელე
(Kaélé) | |
| მაიო-სავა | Mayo-Sava | 2736 | მორა
(Mora) | |
| მაიო-ცანაგა | Mayo-Tsanaga | 4393 | მოკოლო
(Mokolo) | |
| სულ | 34 263 | |||
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონის ეთნიკური ჯგუფები
- მასგუმის (Masgum) ხალხის ტიპური საცხოვრებელი.
- ტურიზმის ერთ-ერთი პოპულარული ადგილი (რუმსიკის ხეობა).

