მარუა
| ქალაქი | |
|---|---|
|
მარუა ფრანგ. Maroua | |
|
ქალაქის ხედი ავტოგზიდან | |
| ქვეყანა |
|
| რეგიონი | უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონი |
| კოორდინატები | 10°34′56″ ჩ. გ. 14°19′39″ ა. გ. / 10.58232194° ჩ. გ. 14.32754500° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 384 მ |
| მოსახლეობა | 201 371 კაცი (2005) |
| სასაათო სარტყელი | UTC+1 |
| სატელეფონო კოდი | 00237 |
მარუა (ფრანგ. Maroua) — ქალაქი კამერუნის ჩრდილოეთში. უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონის და დიამარეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2005 წლის აღწერის მონაცემების თანახმად ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 201 371 ადამიანს[1][2].
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მანდარის მთების ძირში. მარუა განლაგებულია მდინარე კალიაოს დინების გასწვრივ[3].
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარუა ავტომაგისტრალების გადაკვეთაზე მდებარე მთავარი სავაჭრო ცენტრია. ქალაქის შემოგარენში ნაწარმოები სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მიეწოდება გარუაში, ხოლო შემდეგ მდინარე ბენუეს საშუალებით კიდევ უფრო შორს — ნიგერიაში[3].
განვითარებულია საფეიქრო მრეწველობა. ფუნქციონირებს სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. განვითარებულია ხელსაქმეობა — ქარგვა, ტყავის გამოყვანა, ლითონის და საიუველირო ნაკეთობების დამზადება, მექოთნეობა[3].
ქალაქს ემსახურება მეზობელ პატარა ქალაქ სალაკში მდებარე მარუას საერთაშორისო აეროპორტი[4].
თანამედროვე ქალაქი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარუაში მუშაობს ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომლის ექსპოზიცია ეძღვნება ადგილობრივი მოსახლეობის კულტურას და ყოფაცხოვრებას[3].
ქალაქში არსებობს მოქმედი პროტესტანტული ეკლესია და რამდენიმე მეჩეთი[3].
მუშაობს ჰოსპიტალი და ვეტერინარული სადგური. ქალაქის ჩრდილოეთ შემოგარენში მდებარეობს ვაზას ეროვნული პარკი[3].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (geohive)
- ↑ მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (citypopulation)
- 1 2 3 4 5 6 Maroua. Britannica Online Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-09.
- ↑ Maroua-Salam Airport profile. Aviation Safety Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-24. ციტირების თარიღი: 2011-05-09.