ცენტრალური რეგიონი (კამერუნი)
იერსახე
| რეგიონი | |
|---|---|
|
ცენტრალური რეგიონი ინგლ. Centre Region ფრანგ. Région du Centre | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | იაუნდე |
| შიდა დაყოფა | Haute-Sanaga, Lekié, Mbam-et-Inoubou, Mbam-et-Kim, Méfou-et-Afamba, Méfou-et-Akono, Mfoundi - Yaounde, Nyong-et-Kéllé, Nyong-et-Mfoumou და Nyong-et-So'o |
| კოორდინატები | 3°51′41″ ჩ. გ. 11°31′13″ ა. გ. / 3.86139° ჩ. გ. 11.52028° ა. გ. |
| დაარსდა | 1983[1] |
| ფართობი | 68 953 კმ² |
| მოსახლეობა | 4 098 592[2][3][4][5] კაცი (2005) |
| სიმჭიდროვე | 59,44 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
|
| |
ცენტრალური რეგიონი (ინგლ. Centre Region, ფრანგ. Région du Centre) (2008 წლამდე — ცენტრალური პროვინცია) — რეგიონი კამერუნის ცენტრალურ ნაწილში.
რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი იაუნდე (კამერუნის დედაქალაქი), მთავარი სამრეწველო და კულტურული ცენტრი. დედაქალაქის ფარგლებს გარეთ გავრცელებულია პლანტაციური სოფლის მეურნეობა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესაზღვრება კამერუნის ადამავის, სამხრეთის, ჩრდილოეთის, დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის რეგიონებს. ფართობის მიხედვით ქვეყნის რეგიონებს შორის უკავია მეორე ადგილი. ცენტრალური რეგიონი მთლიანად მდებარეობს სამხრეთკამერუნის პლატოზე, საშუალო სიმაღლე: 500—1000 მეტრი მდინარე სანაგის ხეობისა და მისი შენაკადების გამოკლებით.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი დაყოფილია 10 დეპარტამენტად:
- ზედა სანაგა (Haute-Sanaga) — 11 854 კმ²
- ლეკიე (Lekié) — 2989 კმ²
- მბამი და ინუბუ (Mbam-et-Inoubou) — 7125 კმ²
- მბამი და კიმი (Mbam-et-Kim) — 25 906 კმ²
- მეფუ და აფამბა (Méfou-et-Afamba) — 3338 კმ²
- მეფუ და აკონო (Méfou-et-Akono) — 1329 კმ²
- მფუნდი (Mfoundi) — 297 კმ²
- ნიონგი და კელე (Nyong-et-Kéllé) — 6362 კმ²
- ნიონგი და მფუმუ (Nyong-et-Mfoumou) — 6172 კმ²
- ნიონგი და სო’ო (Nyong-et-So’o) — 3581 კმ²
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ეთნიკური ჯგუფების გეოგრაფიული გადანაწილება ცენტრალურ რეგიონში.
- ცენტრალური რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის — იაუნდეს ხედი
- ცენტრალური რეგიონის დეპარტამენტები
