დასავლეთის რეგიონი (კამერუნი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დასავლეთის რეგიონი
ინგლ. West Region
ფრანგ. Région de l’Ouest
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
სტატუსი რეგიონი
მოიცავს 8 დეპარტამენტი
ადმინისტრაციული ცენტრი ბაფუსამი
შექმნის თარიღი 1972
მოსახლეობა (2005)
1 906 831[1][2][3][4] კაცი (6 ადგილი)
სიმჭიდროვე 137,26 კაცი/კმ²
ფართობი 13 892 კმ² (10 ადგილი)
დასავლეთის რეგიონი რუკაზე
დროის სარტყელი UTC+1
კოდი ISO 3166-2 CM-OU
ინდექის FIPS CM08

დასავლეთის რეგიონი (ინგლ. West Region, ფრანგ. Région de l’Ouest) — რეგიონი კამერუნის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება კამერუნის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონს, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ადამავის რეგიონს, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ცენტრალურ რეგიონს, სამხრეთ დასავლეთიდან სანაპირო რეგიონს და დასავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის რეგიონს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბაფუსამი.

დასავლეთის რეგიონი ფართობის მიხედვით ქვეყნის ყველაზე პატარა რეგიონია (13 892 კმ²), მაგრამ მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით მას მეორე ადგილი უკავია (137,26 ად./კმ²).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი იყოფა 8 დეპარტამენტად:

  1. ბამბუტოსი (Bamboutos) — 1123 კმ²
  2. ზედა ნკამი (Haut-Nkam) — 958 კმ²
  3. ზედა პლატო (Hauts-Plateaux) — 415 კმ²
  4. კუნგ-კჰი (Koung-Khi) — 353 კმ²
  5. მენუა (Menoua) — 1380 კმ²
  6. მიფი (Mifi) — 402 კმ²
  7. ნდე (Ndé) — 1524 კმ²
  8. ნუნი (Noun) — 7687 კმ²

მოსახლეობა და ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთის რეგიონი შედის კამერუნის ეკონომიკურად ყველაზე უფრო კარგად განვითარებული რეგიონების რიცხვში. რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას ძირითადად ხელს უწყობს ბამუმის და ბამილეკეს ტომის ხალხი. რეგიონის მოსახლეობის დიდმა რაოდენობამ და შედარებით პატარა ტერიტორიამ ხელი შეუწყო ამ ხალხს გამხდარიყვნენ გამოცდილი ფერმერები და ხელოსნები.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]