ალექსანდრე კანდელაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სანდრო კანდელაკი)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კანდელაკი.
ალექსანდრე კანდელაკი
ალექსანდრე კანდელაკი.jpg
ალექსანდრე კანდელაკი
დაბ. თარიღი 6 ოქტომბერი 1893
ნიჩბისი
გარდ. თარიღი 1959
მცხეთა
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მოჭიდავე
ცირკის მსახიობი
კინომსახიობი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი

ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი (დ. 6 ოქტომბერი 1893, ნიჩბისი, ახლანდელი მცხეთის მუნიციპალიტეტი — გ. 1959, მცხეთა) — ქართველი ფალავანი. გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით.

მამა — იოსები, საშუალო ტანის კაცი ყოფილა, დედა — თიანეთელი ჩივაძის ქალი ელისაბედი კი ერთობ ძვალმსხვილი, მოხდენილი და ახოვანი მანდილოსანი. კანდელაკი ყმაწვილობაში მოჯამაგირედ იყო, შემდეგ მებორნედ მდინარე ქსანზე. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ მცხეთაში მუშაობდა რკინიგზაზე, ზამთრობით კი თბილისში ჩამოდიოდა და ცირკში გამართულ ჭიდაობაში მონაწილეობდა. ხალხმა მას „ქართველი გოლიათი“ უწოდა. იგი სიმაღლით დაახლოებით ორი მეტრი იყო და 170 კილოგრამს იწონიდა.[1] თბილისში, ესიკოვსკის ცირკში, რეგულარული ჭიდაობა 1921 წლიდან დაიწყო. კანდელაკს ბევრი ცნობილი მოჭიდავე ჰყავს დამარცხებული, მათ შორის: თევდორე კოჟემიაკინი, ივანე ზაიკინი, პავლე ზაგორუიკო, გეორგ ლურიხი.[2] აღსანიშნავია ალექსანდრე კანდელაკისა და ივანე პოდუბნის შერკინება. ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ბაქოში 1923 წელს. ერთი შერკინება ფრედ დამთავრდა, ხოლო მეორე შერკინებაში კანდელაკმა გაიმარჯვა.[1] 1921−1930 წლებში კანდელაკი უფრო კლასიკურ ჭიდაობას მისდევდა და, თუმცა კლასიკური ჭიდაობის ილეთები საგანგებოდ არ ჰქონდა შესწავლილი, დიდი ღონის წყალობით მაინც იმარჯვებდა.

გადაღებულია ქართულ ფილმებში: „ხანუმა“ (1926), „ჯანყი გურიაში“ (1928), „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1933), „ქაჯეთი“ (1936), „მეგობრობა“ (1940), „ქაჯანა“ (1941).[3] დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

1976 წელს მცხეთაში გაიხსნა კანდელაკის ძეგლი, რომლის მოქანდაკეა ბიძინა ავალიშვილი.[4]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბარნოვი ა., ჭიდაობა ძველ თბილისში, თბ., 1967;
  • გეგენავა დ., ორი ფალავანი, თბ., 1967.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]