უზბეკეთის შეიარაღებული ძალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უზბეკეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები
Oʻzbekiston Respublikasi Qurolli Kuchlari
Uzbekistan Armed Forces (Latin script).svg
შეიარაღებული ძალების დროშა
ნაწილები უზბეკეთის სახმელეთო ჯარები
უზბეკეთის საჰაერო ძალები
უზბეკეთის სამხედრო-საზღვაო ძალები
უზბეკეთის სასაზღვრო სამსახური
უზბეკეთის ეროვნული გვარდია
შტაბი ტაშკენტი, უზბეკეთი
ხელმძღვანელობა
მთავარსარდალი პრეზიდენტი შავკათ მირზიიოევი
თავდაცვის მინისტრი კაბულ ბერდიევი
ცოცხალი ძალა
სამხედრო ასაკი 18 წლის ასაკიდან სავალდებულო სამხედრო სამსახური; ვადიანი სავალდებულო სამსახურის ვადა - 12 თვე
ხელმისაწვდომი
სამსახურითვის
6,340,220 კაცები, ასაკი: 18-49 (2005),
6,432,072 ქალები, ასაკი: 18-49 (2005)
სამხედრო ასაკი (2005)
აქტიური 65,000[1]
ფინანსები
მშპ-ს პროცენტი 2% (2005)
ინდუსტრია
უცხოელი მომწოდებლები დროშა: რუსეთი რუსეთი
დროშა: ყაზახეთი ყაზახეთი
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
დროშა: ირანი ირანი
დროშა: თურქეთი თურქეთი
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ისრაელის დროშა ისრაელი
დროშა: სომხეთი სომხეთი
დროშა: ბელარუსი ბელარუსი
დროშა: ჩინეთი ჩინეთი
დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი
დროშა: რუმინეთი რუმინეთი
ვენესუელის დროშა ვენესუელა
დროშა: სერბეთი სერბეთი
Flag of Pakistan.svg პაკისტანი
ინდოეთის დროშა ინდოეთი
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
დროშა: უკრაინა უკრაინა
დროშა: ჩეხეთი ჩეხეთი

უზბეკეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები (უზბეკ. Oʻzbekiston Respublikasi Qurolli Kuchlari) — უზბეკეთის ერთიანი შეიარაღებული ძალების სახელი, რომელიც შედგება სახმელეთო, საჰაერო, ეროვნული გვარდიასა[2] და სასაზღვრო სამსახურის ძალებისგან.[3] ცნობით, უზბეკეთის შეიარაღებული ძალები ცენტრალურ აზიაში უდიდესი და უძლიერესია.[4] 1992 წლის თავდაცვის კანონის მიხედვით, უზბეკეთის სამხედრო ძალები, გამოიყენება მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის.[5]

ტაშკენტი, უზბეკეთის დედაქალაქი, გამოყენებული იყო სსრკ-ს მიერ თურქესტანის სამხედრო ოლქის შტაბად, ხოლო 1992 წლის 20 თებერვლიდან, გახდა ახალი თავდაცვის სამინისტროს შტაბი.[6] 1992 წლის 2 ივლისს, პრეზიდენტის ბრძანებით შეიქმნა თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ჩაანაცვლა სამინისტრო თავდაცვის საკითხებში. ბოლო წლებში, უზბეკეთმა რუსი ოფიცრები შეცვალა ეთნიკური უზბეკებით და მოახდინა სამხედროების რესტრუქტურიზაცია, ხოლო მთავარი ფოკუსირება გაკეთდა შემდეგ სამიზნეებზე: სამოქალაქო არეულობა, არალეგალური ნარკოტრაფიკინგი და ბრძოლა პან-ისლამურ „ჰიზბ-უტ-ტაჰრირთან“.

2005 წელს, უზბეკეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ორმხრივ თავდაცვის პაქტზე, რომელიც ასევე გამოიწვევს უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობას. ეს იყო განმასხვავებელი კონტრასტი რამდენიმე წლით ადრე, როდესაც აშშ აღმოჩნდა უზბეკეთის უპირატესი უცხოელი მეგობარი და რუსეთთან ურთიერთობები იყო ცივი.[7]

უზბეკეთმა, ასევე დაიწყო სამხედროების წვრთნა, რომელსაც აქვს მხოლოდ შეზღუდული წარმატება და არ გააჩნია ხელისუფლების მხარდაჭერა. უზბეკი სამხედროები არაადეკვატურები არიან, მაგრამ ბევრად აღემატებიან თავიანთ მეზობლებს.[8] უზბეკეთის სამხედრო ძალები, ყაზახეთის სამხედრო ძალებთან ერთად, მდიდარი და სწრაფად განვითარებადი ძალებია.

საქმიანობა და საგარეო ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უზბეკეთისგან იჯარით აიღო კარში-ჰანაბადის ავიაბაზა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ უზბეკეთში და ესაზღვრება ავღანეთს. ამერიკულ ბაზას ეწოდა „Camp Stronghold Freedom“, მაგრამ უფრო ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც „K2 AirBase“.

2005 წლის მაისში, სამხედროები ჩართულები იყვნენ ფერღანის ხეობაში, ქალაქ ანდიჟანში არეულობების აღკვეთაში, რომელიც ცნობილია, როგორც ანდიჟანის ხოცვა-ჟლეტა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირმა აკრძალა იარაღის მიწოდება და შემოიღო ერთწლიანი აკრძალვა 12 უზბეკ მაღალჩინოსანს, მათ შორის, უზბეკეთის უსაფრთხოების განყოფილების უფროსს, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, რომლებსაც ბრალი და პასუხისმგებლობა ედებათ მკვლელობებში.[9]

ინციდენტის შემდგომ, პრეზიდენტმა ქარიმოვმა, თანამდებობიდან რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო მოღვაწე გაათავისუფლა: თავდაცვის მინისტრი კადირ გულიამოვი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი ისმაილ ერგაშევი და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის სარდალი ქოსიმალი ახმედოვი. ბურნაშევმა და ჩერნიხმა განაცხადეს, რომ „..ეს გათავისუფლებები ფორმალურად დიდად არაფერი არ შეუცვლია უსაფრთხოების ადმინისტრაციასა და სამხედრო სტრუქტურების სისტემაში, მაგრამ ამით აისახა სერიოზული ძვრები ძალაუფლების ურთიერთობებს შორის, ძირითადად რეგიონული ელიტებსა და მათ კლანურ წარმომადგენლობებს შორის“.[10]

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით, რომელიც გამოვიდა 2005 წლის ივლისის დასაწყისში ნურ-სულთანში (ყაზახეთი), მოუწოდეს აშშ-ს გაეყვანა თავისი ჯარები, ცენტრალური აზიის სამხედრო ბაზებიდან. 2005 წლის 29 ივლისს, უზბეკეთმა მოსთხოვა აშშ-ის დატოვოს მისმა ჯარებმა უზბეკეთი 180 დღის განმავლობაში. 2005 წლის 21 ნოემბერს, აშშ-მ დაასრულა თავისი ჯარების გაყვანა კარში-ჰანაბადის და ნებისმიერი სხვა ბაზების ტერიტორიიდან.[11]

2009 წელს, ევროკავშირმა მოხსნა უზბეკეთს იარაღის მიყიდვის აკრძალვა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. John Pike. Uzbekistan - Security Policy. წაკითხვის თარიღი: 23 October 2014.
  2. John Pike. Uzbekistan- Army. წაკითხვის თარიღი: 23 October 2014.
  3. The World Factbook. წაკითხვის თარიღი: 23 October 2014.
  4. Today.Az » Politics » Uzbekistan would prefer to be policeman of Central Asia: expert. წაკითხვის თარიღი: 23 October 2014.
  5. Constitution of the Republic of Uzbekistan.Chapter 26.Defence and Security. Article 125
  6. Richard Woff, 'Independence and the Uzbek Armed Forces,' Jane's Intelligence Review, December 1993, p.567
  7. BBC, [1]
  8. McDermott, JSMS, 2002, p.30
  9. BBC. BBC News. წაკითხვის თარიღი: 23 October 2014.
  10. Rustam Burnashev and Irina Chernykh, Changes in Uzbekistan's Military Policy After the Andijan Events, China and Eurasia Forum Quarterly, Volume 5, No. 1 (2007) , Central Asia-Caucasus Institute & Silk Road Studies Program, ISSN 1653-4212, p. 72
  11. US Completes Withdrawal From Uzbek Base