ტუნისის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტუნისი — ქვეყანაა, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირსა და ლიბიას შორის, ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას. გეოგრაფიული კოორდინატებია 34°00′ ჩ. გ. 9°00′ ა. გ. / 34.000° ჩ. გ. 9.000° ა. გ. / 34.000; 9.000. ტუნისს უკავია 163.610 კვადრატული კილომეტრის ფართობი, რომლის 8,250 მოდის წყალზე. ტუნისის საზღვარი შეადგენს 965 კმ-ს ალჟირთან და 459 კმ-ს ლიბიასთან.

საზღვაო საზღვარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიმდებარე ზონა: 24 მილი (44.4 კმ)
  • ტერიტორიული წყალი: 12 მილი (22.2 კმ)

ფიზიკური გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუნისის ტოპოგრაფიული რუკა.

ტუნისი მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ატლანტის ოკეანის და ნილოსის დელტის შორის ნახევარ გზაზე. ესაზღვრება დასავლეთით ალჟირს და სამხრეთ-აღმოსავლეთით ლიბიას. ტერიტორიის მკვეთრი შესახვევი სამხრეთის მხარეს, ტუნისის ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ქვეყანას აძლევს ორ გამორჩეულ ხმელთაშუაზღვიურ სანაპიროს, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ჩრდილოეთში და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ აღმოსავლეთში.

ტუნისი დაახლოებით ამერიკის უისკონსინის შტატის ზომისაა. მიუხედავად მისი შედარებით მცირე ზომისა, ტუნისს გააჩნია დიდი ეკოლოგიური მრავალფეროვნება, ჩრდილოეთ-სამხრეთის ზომის გამო. ხოლო მისი აღმოსავლეთ-დასავლეთი არის შეზღუდული. ტუნისის განსხვავება, ისევე როგორც დანარჩენი მაღრიბის, დიდწილად მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, რომელიც განისაღვრება გარემოს განსხვავებისთან ერთად, რა დროსაც მკვეთრად მცირდება ნალექის რაოდენობა სამხრეთისკენ, ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან. დორსალური მხრიდან, აღმოსავლეთამდე გრძელდება ატლასის მთები, გადის ტუნისზე ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, დასავლეთიდან, ალჟირის საზღვრიდან კაპ-ბონის კონცხამდე, აღმოსავლეთში. ჩრდილოეთით დორსალური მხრიდან არის ბორცვი, რეგიონი ხასიათდება დაბალი ბორცვებით და ვაკეებით, რომელიც ისევე აგრძელებს მთებს ალჟირის დასავლეთიდან. ხროუმერიეში, ტუნისის ბორცვის ჩრდილო კუთხეში, ბორცვების სიმაღლე აღწევს 1,050 მეტრს და თოვლი მოდის მხოლოდ ზამთარში. საჰელი, ტუნისის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ გაფართოებული სანაპირო დაბლობი, არის მსოფლიოს წამყვანი სფერო ზეთისხილის გაშენებაში. ქვეყნის სამხრეთი რეგიონი ძირითადად უდაბნოა. ტუნისს სანაპირო ზოლი 1,148 კმ-ს შეადგენს.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუნისის კლიმატი არის ხმელთაშუაზღვიური (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია Csa), ცხელი ზაფხულით ჩრდილოეთში, სადაც ზამთარი რბილია ზომიერი ნალექით, ხოლო ზაფხული ცხელი და მშრალია. ივლისში და აგვისტოში ტემპერატურა შეიძლება აღემატებოდეს 40°C (104°F), როდესაც ტროპიკული კონტინენტური ჰაერის მასა უდაბნოდან აღწევს მთელ ტუნისს. ზამთარი რბილია, ტემპერატურა იშვიათად აღემატება 20°C (68°F) (გამონაკლისია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი). ქვეყნის სამხრეთი უდაბნოა. ქვეყნის ჩრდილოეთის რელიეფი მთიანია, რომელიც სამხრეთით იცვლება უფრო ცხელ და მშრალ ცენტრალურ ბარად. როგორც კი ჩვენ მივდივართ სამხრეთით, კლიმატი ბუნებრივად ხდება ცხელი, მშრალი და მზიანი. ამიტომ სამხრეთ ნაწილს აქვს ცხელი უდაბნოს კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია BWh), ძალიან ცხელი ზაფხულით, თბილი ზამთრითა და ძალიან დაბალი წლიური ნალექის ოდენობით. დღისით ტემპერატურა მუდმივად იცვლება და დაახლოებით 45°C (113°F) აღწევს ზაფხულის დროს. თუმცა, სითბო ზამთარში მხოლოდ დღის საათებშია, რადგან ღამე შეიძლება იყოს ცივი უდაბნოში. მარილიანი ტბების სერია, ცნობილი როგორც chottzz ან shatts, მდებარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთ კიდეზე, რომელიც გაგრძელდება გაბესის ყურედან ალჟირამდე. ყველაზე დაბალი წერტილია შოტ-ელ-ჯერიდი -17 მ და უმაღლესია ჯებელ-ეჩ-ჩამბი 1 544 მ. საშუალო წლიური ნალექის ოდენობა 500 მმ უფრო დაბალია, თითქმის მთელ ტუნისში. ტუნისი ამიტომ წარმოადგენს მშრალ და ნახევრად არიდულ ქვეყანას.

უდიდესი ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუნისის ქალაქები
ქალაქი მოსახლეობა (2006) მოსახლეობა (2008) ვილაიეთი[1]
1. ტუნისი 989,000 993,000 ტუნისი
2. სფაქსი 881,600 904,900 Sfax
3. ნაბული 714,500 733,500 ნაბული
4. სუსი 568,100 590,400 სუსი
5. ბენ არუსი 531,200 555,700 ბენ არუსი
6. კაირუანი 550,300 553,800 კაირუანი
7. ბიზერტა 532,900 538,900 ბიზერტა
8. მონასტირი 475,200 494,900 მონასტირი
9. არიანა 447,200 473,100 არიანა
10. მედენინი 440,200 447,400 მედენინი

ბუნებრივი რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუნისს გააჩნია ნავთობი, ფოსფატები, რკინის მადანი, ტყვია, თუთია, მარილი და სახნავ-სათესი მიწა. ტუნისში 3,850 კმ² მიწა ირწყვება. მიწის გამოყენება ქვეყანაში ნაჩვენებია შემდეგ ტაბლოზე.

მიწის გამოყენება
გამოყენება ფართის პროცენტულობა (2011)
სამეურნეო მიწები 17.35%
სხვა 68.02%

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Institut National de la Statistique - Tunisie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-29. ციტირების თარიღი: 2016-07-09.