ტანგას კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტანგას კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Tanga Islands
New Ireland Languages.jpg
ტანგას კუნძულები (მარჯვენა მხარე)
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 3°30′ ს. გ. 153°13′ ა. გ. / 3.500° ს. გ. 153.217° ა. გ. / -3.500; 153.217
კუნძულთა რაოდენობა 6
მთავარი კუნძული მალენდოკი
უმაღლესი წერტილი 472 მ
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი აილენდსი
პროვინცია ახალი ირლანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა 5083 (1990)

ტანგას კუნძულები (ინგლ. Tanga Islands) — კუნძულების ჯგუფი პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში, რომელიც მდებარეობს 55 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით კუნძულ ახალი ირლანდიიდან. ადმინისტრაციულად ეკუთვნის რეგიონ აილენდსის პროვინცია ახალ ირლანდიას, ასევე ბისმარკის არქიპელაგს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე დიდი კუნძულებია მალენდოკი და ბოანგი, უფრო მცირე კუნძულებს მიეკუთვნება ლიფი, ტეფა, ბიტლიკი და ბიტბოკი. ტანგა — ყველაზე პატარა კუნძულების ჯგუფია, რომლებიც ეკუთვნის კუნძულების რკალს: ტაბარილიჰირი — ტანგა — ფენი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ევროპელი, რომელმაც 1643 წელს დაინახა კუნძულები, გახდა აბელ ტასმანი. 1885 წლიდან 1899 წლამდე კუნძულები იყო ეგრეთ წოდებული «გერმანიის პროტექტორატის» (გერმ. Deutsches Schutzgebiet) ნაწილი, ხოლო 1899 წლიდან 1914 წლამდე ეკუთვნოდა გერმანიის კოლონიას გერმანიის ახალი გვინეა. 1914 წელს კუნძულები დაიპყრო ავსტრალიურმა დესანტმა და პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ერთა ლიგის მანდატით მართავდა ავსტრალია. 1975 წლიდან ტანგას კუნძულები დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]